2022 წლის 20 დეკემბერს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ბახვი ჰესის ინიციატივითსოფლების ჩხაკაურას, მთისპირის, უკანავას, ოქროსქედისა და  ვანისქედის 13 წლამდე ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პროგრამა ორი მოქმედებისგან შედგებოდა: პირველი ნაწილი დაეთმო საახალწლო კონცერტს, ხოლო მეორე ნაწილი ინტერაქტიული საახალწლო გართობებისგან შედგებოდა. ბავშვებისთვის წინა საახალწლო განწყობის შექმნაზე სპეციალურად მოწვეულმა თოვლის ბაბუებმა, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებმა, მომღერალ და მოცეკვავე ბავშვთა სტუდიებმა იზრუნეს. ღონისძიება განახორციელა ფოლკლორის ცენტრის მენეჯმენტმა ბახვი ჰესის დაკვეთი.

„გურიაში ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ელიან. დიდი თუ პატარა იწყებს საახალწლო სამზადისს, იმისათვის რომ ყველა ოჯახში ბედნიერად გააცილონ ძველი წელი და ახალი ემოციებით დახვდნენ ახალ წელს. ეს ბედნიერი დღეები განსაკუთრებით პატარებს ახარებთ, გვაბედნიერებს ის ფაქტი, რომ წელს ბავშვების წინასაახალწლო განწყობაზე ჩვენ ვიზრუნეთ. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მთისპირის და ჩხაკაურას საჯარო სკოლების დირექციას და მთისპირის საბავშვო ბაღის მენეჯმენტს, პედაგოგებს. მათი დახმარების გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ამ ღონისძიებაზე ბავშვების ჩამოყვანა. უნდა აღვნიშნო, პედაგოგების მუდმივი ზრუნვა და მზაობა, ჩვენს მიერ ბავშვებისთვის დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებაში“ _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.   

საახალწლო კონცერტის დასრულების შემდეგ თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრების სახით ტკბილეული დაურიგა.

საახალწლო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის ფარგლებში.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 74
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 71
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 70
    ბახვი ჰესის კონკურსის ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების 19 მოსწავლე დაჯილდოვდა  დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს  მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით  ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV,…