ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება. 9 დეკემბერს ოფიციალურად შედგება პრემიუმ ქარის ტურბინების პრეზენტაცია, რომელსაც  ენერგიის მიწოდების დარგში წამყვანი თურქული კომპანია TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ი აწარმოებს. კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს ჭკვიან მზის სისტემებს, ქარის ტურბინებს, მზის ენერგიის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას და დისტანციური მონიტორინგის სისტემებს.

საქართველოში TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართული კომპანია „გებ ჯგუფი“ იქნება, რომელმაც პირველი ქარს ტურბინა საკუთარი ოფისის ( ბიზნეს ცენტრი ატრიუმი) სახურავზე უკვე დაამონტაჟა -აღნიშნულ ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.

როგორც „კომერსანტთან“ „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა თამაზ ნასყიდაშვილმა განაცხადა,  ქარის მინი-ტურბინები საქართველოსთვის ინოვაციაა, რომელზეც სამომავლოდ დიდი მოთხოვნა იქნება. „გებ ჯგუფის“ მენეჯერი აცხადებს, რომ მოსახლეობის გარდა, აღნიშნული ქარის ტურბინები მოთხოვნადი შესაძლოა იყოს კავშირგაბმულობის კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ გადამცემ ანძებს დიზელით, ან სხვა საშუალებებით ამუშავებენ. ასევე ქარის ტურბინა ელექტროენერგიის მიღების ხელსაყრელი წყარო იქნება ფერმერებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმროებისთვის და სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის. რაც მთავარია, არსებული ტექნოლოგიური განვითარება უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ მიღებული ჭარბი ელექტროენერგია გაიყიდოს.

„საუბარია 0,6 კვტ-დან 10 კვტ-მდე ქარის ტურბინების მონტაჟზე. საწყის ეტაპზე აქცენტს მაინც ქარის ტურბინებზე ვაკეთებთ. პირველ სადემონსტრაციო ტურბინას ვამონტაჟებთ ბიზნეს ცენტრ „ატრიუმის“ თავზე, რომელიც იქნება 5 კვტ-იანი. რომელსაც მოქმედებაში მოვიყვანთ და ჩვენივე ოფისს ელექტროენერგიით მოვამარაგებთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „თელასი“ და „ენერგო პრო“ აყენებენ ისეთ მრიცხველებს, რომ პირობითად თუ მე დავაყენე 10 კვტ-იანი ქარის ტურბინა და ოფისში ამ რაოდენობის ელექტროენერგია არ მჭირდება, ზედმეტს რასაც ეს ტურბინა გამოიმუშავებს გავუშვებ ქსელში ანუ გავყიდი. ნებიერს ვისაც ექნება საშუალება, რომ მსგავსი ტიპის ტურბინა დააყენოს და ჭარბი ელექტროენერგია ექნება მას თავისუფლად გაყიდის. მრიცხველი მუშაობს შემდეგი პრინციპით, თუ შენ მეტს მოიხმარ ვიდრე ტურბინის გამომუშავებაა, მაშინ შენ აქეთ იღებ სადისტრიბუციო კომპანიიდან ენერგიას, მაგრამ თუ ჭარბი გაქვს, პირიქით უშვებ ქსელში“, – განმარტავს „კომერსანტთან“ „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 66
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 60
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 57
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 57
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…