ოფილმა რუსმა სამხედრო ოფიცერმა, კონსტანტინე ეფრემოვმა BBC-სთან ინტერვიუში უკრაინელი ტყვეების სასტიკ დაკითხვებზე, გაუპატიურების მუქარებსა და წამების ფაქტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების დაკითხვები და წამება ყოველ დღე, ზოგჯერ დღეში ორჯერაც გრძელდება.

ეფრემოვმა არაერთხელ სცადა ჯარიდან გადადგომა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, იგი გაათავისუფლეს, ახლა კი ყოფილი რუსი ოფიცერი სამშობლოდან გაიქცა.

კონსტანტინე ეფრემოვი თავის ინტერვიუში უკრაინის ქალაქ ბილმაკში გატარებულ დროზე საუბრობს, სადაც იგი უკრაინელი ტყვეების სასტიკ დაკითხვებსა და არასათანადო მოპყრობას შეესწრო. ამის შესახებ PIA.GE წერს.

„ერთ დღეს 3 ტყვე შემოიყვანეს. ერთ-ერთმა აღიარა, რომ სნაიპერი იყო, ამის გაგონებაზე რუსი პოლკოვნიკი გაგიჟდა, უკრაინელს შარვალი გახადა და ჰკითხა, დაქორწინებული იყო თუ არა. „დიახ“ – უპასუხა პატიმარმა. „მაშინ მომიტანეთ ვინმემ იატაკის საწმენდი, ჩვენ ქალად გადაგაქცევთ და შენს ცოლს ვიდეოს გავუგზავნით“, – თქვა პოლკოვნიკმა. 

ეფრემოვი კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც პოლკოვნიკმა პატიმარს სთხოვა დაესახელებინა ყველა უკრაინელი ნაციონალისტი მის ქვედანაყოფში.

„უკრაინელმა შეკითხვა ვერ გაიგო. მან უპასუხა, რომ ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითები იყვნენ. ამ პასუხისთვის მას რამდენიმე კბილი ამოაძრეს“, _ აღნიშნავს ყოფილი ოფიცერი. 

ეფრემოვი ასევე აღწერს, თუ როგორ გასცა პოლკოვნიკმა ბრძანება, რომ უკრაინელებისთვის არ მიეცათ ჩვეულებრივი საკვები – მხოლოდ წყალი და კრეკერი, მაგრამ ის ამბობს: ვცდილობდით, მათთვის ცხელი ჩაი და სიგარეტი მაინც მიგვეტანა.

კიდევ ერთი დაკითხვის დროს, ეფრემოვის თქმით, პოლკოვნიკმა პატიმარს მხარსა და მარჯვენა ფეხში, მუხლის ქვეშ ესროლა. ტყვია ძვალს მოხვდა, ჭრილობა კი მას რუსმა სამხედროებმა შეუხვიეს. პატიმარს საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სისხლისგან დაიცლებოდა.

„რუსული ფორმა ჩავაცვით და საავადმყოფოში წავიყვანეთ. ვუთხარით: ნუ იტყვი, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვე ხარ, რადგან ან ექიმები შენს მკურნალობაზე უარს იტყვიან, ან იქ მყოფი რუსი ჯარისკაცები გაიგებენ და მაშინვე გესვრიან, ჩვენ მათ ვერ შევაჩერებთ“, – იხსენებს ეფრემოვი. 

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ადასტურებს უკრაინის ომის დროს პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს. გამოკითხულთა შორის არიან რუსებიც და უკრაინელებიც.

„სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ორივე მხრიდან ხდება სამხედრო ტყვეების წამება და არასათანადო მოპყრობა.

თუ დარღვევებს შევადარებთ, უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამება ან არასათანადო მოპყრობა ჩვეულებრივ ხდება პატიმრობის თითქმის ყველა ეტაპზე.

უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამების ან არასათანადო მოპყრობის ყველაზე უარესი ფორმები ჩვეულებრივ ხდება დაკითხვის დროს. წამების გზებში შედის ელექტროშოკის გამოყენება, ცემა, სიკვდილით დასჯა. ცემისა და ელექტროშოკის გამოყენების შესახებ რუსი სამხედრო ტყვეებიც აცხადებენ“, – ამბობს გაეროს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი მატილდა ბოგნერი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოფილი ოფიცრის განცხადებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

მსგავსი სტატიები

  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 63
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 53
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 52
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…