ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული მხარდაჭერისკურსი დაიწყო. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის, საინიციატივო შეხვედრები გურიაში“, ინიციატივის მხარდამჭერი კომპანია „ბახვი ჰესი,“ პარტნიორი კი, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც პროექტში მონაწილე პირების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

პროექტის მიზანია ფსიქოთერაპიული ჯგუფური მუშაობის პრინციპით შშმ პირების მშობლებისათვის  ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ტრენინგს წარუძღვება „ფსიქოთერაპიული სივრცის“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი  ნინო კერესელიძე.

პროექტის ფარგლებში გაიმართება 10 შეხვედრა შემდეგ თემებზე:

 

  • შშმ პირთა მშობლების უფლებები და საქართველოში ხელმისაწვდომი შშმ სერვისები;
  • დიაგნოზი და მისი მიმღებლობა; ცხოვრება დიაგნოზთან ერთად
  • როგორ აისახება მშობლის შფოთვა ბავშვის განვითარებაზე
  • სტიგმა და მასთან გამკლავების მექანიზმები; როგორ მოვახერხოთ შვილის ინკლუზია გარემოში.
  • არტ თერაპიული ჯგუფური მუშაობა

 

_ „ორგანიზაციისთვის „ქალები ქალებისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  გამოწვევა, შშმ პირებისა და მათი ოჯახების გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი
თვითმართველობის მხარდაჭერით, კარდაკარის პრინციპით მოვიარეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები და შევქმენით  ბაზა, რომელიც აერთიანებს 500 მდე  შშმ პირს. საჭიროებიდან გამოდინარე ჩამოვაყალიბეთ შშმ პირთა მშობელთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულია 35 მშობელი.რადგან შშმ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდგავლენას ახდენს მშობლების ფსიქო-ემოციური განწყობა, გადავწყვიტეთ პირველად ჩოხატაურში ტრენინგების სახითგაგვეწია მშობლებისათვის ფსიქოლოგიური კონსულტირება და პედაგოგიური მხარდაჭერა“,- _ განაცხადა ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის საინიციატივო შეხვედრები“-ს დამფუძნებელმა, ირინა ბაქრაძემ.

„ბახვი ჰესი, აღნიშნულ პროექტს კომპანიის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, შშმ პირების დახმარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ინიციატორს, რათა მოგვცა საშუალება აღნიშნულ პროექტში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ვთვლით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მშობლების გაძლიერება, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სამწუხაროდ, შშმ პირები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების სათანადო და სრულყოფილ რეალიზებას. ეს პრობლემა კი, განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას. აუცილებელია, შშმ პირების მშობლებმა იცოდნენ საკუთარი უფლებებისა და იმ სერვისების შესახებ, რასაც მათ სახელმწიფო, არასამთავრობო თუ  კერძო სექტორი სთავაზობს. მიმდინარე პროექტი ჩოხატაურში მცხოვრებ შშმ პირების მშობლებს დაეხმარება, ერთი მხრივ,  სტიგმასთან გამკლავებაში, მეორე მხრივ კი არსებულ გარემოსთან ადაპტირებაში“ _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

შშმ პირების მშობლებისთვის ფსიქოთერაპიული კურსი ერთ წლიანი პროექტია. 2023 წლის მანძილზე 11 შეხვედრაა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა ჩოხატაურში 24 მარტს გაიმართა, რომელსაც  25 მშობელი დაესწრო.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 57
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 56
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 55
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…