პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბრაგის თეატრალური კომპანიის ერთობლივი ნამუშევრის ,,ცისკარი” (ნოდარ დუმბაძე) მსოფლიო პრემიერა განხორციელდა, რომელიც ასევე პირველ საერთაშორისო წარმოდგენაზე სახელწოდებით (MIT MOSTRA INTERNATIONAL DE TEATRO /CAMINHOS SEM FRONTEIRAS)იქნება ნაჩვენები

მსოფლიო პრემიერას საქართველოს კონსული პორტუგალიის რესპუბლიკაში ირაკლი ქოიავა, საქართველოს დესპანი პორტუგალიის რესპუბლიკაში ცოტნე ზურაბიანი, ქ. პორტუგალიისა და ქ. ესპანეთის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ბრაგის თეატრალური კომპანიის ხელმძღვანელს, რეჟისორ რუი მადეირას ერთობლივი ნამუშევრის წარმატებული მსოფლიო პრემიერა მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ ,,ცისკარი“ _ რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, ხოლო დადგმის ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე)გახლავთ. სპექტაკლი თოჯინურ ცოცხალი პლანის სინთეზს წარმოადგენს და გამორჩეული ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ჩანაწერებზე დაყრდნობით გვიყვება.

ETA- ევრაზიის თეატრალური ასოციაციის ფარგლებში განვითარებული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ქ. ბრაგის თეატრალური კომპანია ორი სხვადასხვა კოპროდუქციის ერთობლივი წარმოებით 2023 და 2024 წლებში გეგმავს და როგორც ურთიერთანამშრომლობის პროტოკოლით არის განსაზღვრული, ,,ცისკარი“ მთელი წლის მანძილზე პორტუგალიაში სხვადასხვა ქალაქებში იქნება ნაჩვენები, მათ შორის 2 მაისს, პორტუგალიის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც 2022 წელს მონაწილეობა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმაც მიიღო.

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 54
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 53
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 53
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…