გაზეთმა „ალიონმა“ გასულ კვირაში წერილი გამოაქვეყნა დაბა ურეკში საჯარო სკოლის მშენებლობის მორიგი შეჩერების შესახებ. მოვიპოვეთ შესაბამისი ინფორმაცია და კომენტარი ვთხოვეთ  დაბა ურეკის მკვიდრ დეპუტატს გოჩა მდინარაძეს, რომელიც საზოგადოებაში ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობს და დაბა ურეკზეც შესტკივა გული.  ვფიქრობთ სარედაქციო სტანდარტების დაცვით დაიბეჭდა ეს წერილი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია.  მორიგ ტენდერში გამარჯვებულმა მესამე კომპანიამ შპს „აღმაშენებელი ქუთაისი“  ოფიციალურად დატოვა მშენებლობა. სავარაუდო მიზეზი კომპანიის დატვირთვაა_ ამჟამად კომპანიის მიერ მხოლოდ გურიის რეგიონში სამი დიდი რამდენიმე მილიონიანი პროექტი ხორციელდება _ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური მოედნების და მიმდებარე შენობის რეაბილიტაცია.

შპს „აღმაშენებელი ქუთაისს“ ( დირექტორი ზურაბ გუბელაძე 100%-იანი წილით) 23 ტენდერი აქვს მოგებული _ 58,359 მილიონი ლარი. ასევე _  კონსოლიდირებული _ 54 413 ათასი ლარი.

რამ განაპირობა ასეთი ძლიერი კომპანიის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს დაბა ურეკში გოჩა მდინარაძეს ვესაუბრეთ:

თუკი ვინმეს უნდა ამ სკოლის დროული დასრულება პირველ რიგში ხელისუფლებაა. ვიცი როგორი მოლოდინი აქვთ დაბა ურეკის საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებსპროექტით ახალი სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება: საკლასო სივრცეებით, სპორტული ინფრასტრუქტურითა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული პირობებით. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს აღემატება, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები კარგად დაიწყო, შემდეგ ტემპი შენელდა. სავარაუდოდ, გარკვეული ხარვეზების გამო დამკვეთმა ხელშეკრულება შეუწყვიტა მშენებელს, მშენებლობა შეჩერდა და ახალი ტენდერი  ამ დღეებში გამოცხადდება. მშენებლობის დასრულების ვადა 2023 წლის სექტემბერი იყო გათვალისწინებული.

იმედია ახალი სამშენებლო კომპანია მშენებლობას ბოლომდე დროულად მიიყვანს _ გვითხრა გოჩა მდინარაძემ.“ (გაზეთი „ალიონი“, #7, 29 არტი, 2023 წ.)

რა ეწერა ამ წერილში ასეთი, რამაც აღაშფოთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა ურეკში დავით რობაქიძე? ან თუ წაიკითხა ურეკის საჯარო სკოლის მე-12 კლასელის ანანო გოგოტიძის სულისშემძვრელი წერილი, რომელიც მან სოციალურ ქსელში 27 მარტს გამოაქვეყნა? გთავაზობთ ამ წერილს:

რატომ არ გვაქვს სკოლა?

რატომ არ გვაქვს ის პირობები რაც სხვა სკოლის მოსწავლეებს აქვთ?

რატომ არავინ ისმენს ჩვენს ნათქვამს?

რამდენი ხანი? რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ბავშვები სკოლის გარეშე??

თქვენ ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სკოლა??

წესით უნდა ხვდებოდეთ მაგრამ, თუ ვერ ხვდებით გეტყვით .

მოზარდის სრულფასოვან პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებაში სკოლას გადამწყვეტი როლი აკისრია და ეს ყველამ კარგად ვიცით.

მინიმუმ 300 ბავშვი სკოლის გარეშე რატომ უნდა ვიყოთ იმ გაყინულ სასტუმროში შეხიზნულები , რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს?

კარგი, მე სკოლას ვამთავრებ და მივდივარ მაგრამ ? მაგრამ , ის პატარები, მოციმციმე თვალებით რომ რჩებიან სკოლაში რას ეტყვით მათ , რატომ ვერ გაძლევთ თქვენ ლამაზ სკოლაში სწავლის უფლებასო, რას ეტყვით??

მხოლოდ მასწავლებელი ვერ მისცემს მათ სწავლის მოტივაციას , მხოლოდ მასწავლებელი ვერ იზამს ყველაფერს თუ გარემოებამ ხელი არ შეუწო.

რაღას ანგრევდით იმ ძველ სკოლას თუ ახალი სკოლის აშენებაზე არ აიღებდით პასუხისმგებლობას ?!!

ჩვენც ყველას გვინდა , ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს თბილი, ლამაზი და სრულყოფილი გარემო სადაც ვისწავლით , ვასწავლით და ერთად განვითარდებით .

ჩვენი შვილების მომავალი ჩვენს ხელთაა, იმისთვის რომ საქართველო აყვავდეს ბავშვების განათლებააა საჭირო, რადგან მომავალი თაობა არის ძალა ,ძალა იმისთვის რომ საქართველო ისევ ფეხზე წამოდგეს !!! იზრუნეთ ჩვენზე! იზრუნეთ თქვენს შვილებზე!

Davit RobakidzeGocha Mdinaradze

ბოლო ფოტო რაც სკოლა გადავუღე

2019 წლის 5 ნოემბერი.“

 _ თქვენ კარგს არაფერს წერთ დაბა ურეკზე. ამიტომ  „ალიონს“ არ ვკითხულობ_გაბრაზებით გვითხრა მერის წარმომადგენელმა დავით რობაქიძემ დაბა ურეკში ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

ვერ მივხდი გაბრაზების მიზეზს და ვერც იმას, თავად არ კითხულობს და ვინ აწვდის მას ასეთ ინფორმაციებს. თუ ურეკი ცალკე სახელმწიფოა, სადაც რეგიონის მედიას შესვლა ეკრძალება.

როგორც გავიგეთ, უკვე გაიმართა ურეკის სკოლის ახალი მშენებლის გამოსავლენად ტენდერი და უახლოეს  ხანში სკოლის მშენებლობა განახლდება.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    როდის დასრულდება დაბა ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობა?ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია.  მორიგ ტენდერში გამარჯვებულმა მესამე კომპანიამ შპს „აღმაშენებელი ქუთაისი“  ოფიციალურად დატოვა მშენებლობა. სავარაუდო მიზეზი კომპანიის დატვირთვაა_ ამჟამად კომპანიის მიერ მხოლოდ გურიის რეგიონში სამი დიდი რამდენიმე მილიონიანი პროექტი ხორციელდება _ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური მოედნების და მიმდებარე შენობის რეაბილიტაცია. შპს „აღმაშენებელი ქუთაისს“ (…
  • 63
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 56
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 51
     ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული მასწავლებლების ტრენინგი ბორჯომში 2023 წლის 17, 18 და 19 ივნისს ბორჯომში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის მასწავლებლები ბახვი ჰესის მიერ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ და ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგს დაესწრნენ. პედაგოგთა ტრენინგ მოდულის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მიზნად…