კომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის რეგიონში მნიშნველოვანი ინიციატივა ხორცილედება, რაც გულისხმობს „გურიის ჩაის გზის“ შექმნას. „გურიის ჩაის გზის“ პროექტი მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების შესწავლასა და მათ გაუმჯობესებას, „გურიის ჩაის გზის“ ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც მაგალითად, კახეთში ღვინის. „ჩაის გზის“ მარშრუტი აკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე სახლის ტიპის სასტუმროსა და მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. მოცემულ მარშრუტზე მოგზაურობის პროცესში სტუმრებს  აქვთ საშუალება  დააგემოვნონ ჩაი, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.

„ასოციაცია ჩაის გზის“ განვითარების  პროექტი უნდა ითქვას, რომ წარმატებით მიმდინარეობს. დიდი მადლობა ამისთვის ასოციაციას და მის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე. მათ უდიდესი საქმე შეასრულეს, რომელიც ნამდვილად უწყობს ხელს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას, ახალი მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ტურისტებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან გამოცდილების მიღების შესაძლებლობებზე. გურია კი  თავისი ბუნებით, ფოლკლორით, ტრადიციული სამზარეულოთი და ჩაის კულტურით, არის სწორედ ის ადგილი, რომელსაც აქვს რესურსი შესთავაზოს უცხოელ სტუმარს დაუვიწყარი გამოცდილება. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს პარტნიორთან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, გვეძლევა საშუალება განვავითაროთ ეს პროექტი და გავაძლიეროთ გურული ჩაის შესახებ არსებული ცოდნა და გამოცდილება“ _  განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ. 

„ჩვენ მოვიძიეთ 16 მასპინძელი ოჯახი ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, მოვიზიდეთ დარგის ექსპერტები და მათთან ერთად მოვახდინეთ საჭიროებების იდენტიფიცირება, შემდეგ კი ამ საჭიროებებზე მორგებული სერვისები გავუწიეთ ობიექტებს. მაგალითად, თითოეული ობიექტისთვის შეიქმნა მარკეტინგული გეგმა და ლოგოები, სოციალურ ქსელებში დავარეგისტრირეთ გვერდები, მოვახდინეთ მათი სხვადასხვა ტურისტულ აპლიკაციებში ინტეგრაცია, მარკეტინგულად შევფუთეთ ტურისტული მიმართულებები, მოვაწესრიგებინეთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობდა სადეგუსტაციო სივრცეების შექმნას ან განახლებას, ჩავატარეთ ინდივიდუალური კონსულტაციები პროდუქტის შექმნა-განვითარების სრული ციკლისთვის, ასევე, გავუწიეთ კონსულტაციები გასტრონომიის მიმართულებით, მოვაწესრიგეთ მენიუები. დიდი სამუშაო ჩატარდა უდაოდ და ვფიქრობ, ამ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მასპინძელი ოჯახებისთვის იქნება ის იარაღი, რომელიც დაეხმარება მათ ტურისტების მოზიდვასა და კმაყოფილების ინდექსის ზრდაში“ _ განაცხადა ია ურუშაძემ, ჩაის გზის სტუმარ-მასპინძლობის კოორდინატორმა.

„ასოციაცია ჩაის გზა“ თანდათან ავითარებს სექტორს და პოპულარიზაციას უწევს ჩაის კულტურას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ორი წლის განმავლობაში „ასოციაცია ჩაის გზა“ მის წევრებთან ერთად იღებს მონაწილეობას ფესტივალებში, თავადაც აწყობს გამოფენა-გაყიდვებს, ამყარებს ურთიერთობებს იმპორტიორებთან, რათა გაიზარდოს გურული ჩაის ექსპორტი. ასოციაცია მუშაობს გურული ჩაის სტანდარტზეც, რაც გულისხმობს არსებული სტანდარტის ევროპულ სტანდარტთან    შესაბამისობის მოყვანას. აპრილის თვეში, ასოციაციის თავმჯდომარეს ჰქონდა შეხვედრები პრაღაში იმპორტიორ კომპანია “Tea Mountain Co”-ს ხელმძღვანელობასთან. წელს კომპანია 800-დან 1000 ტონამდე ჩაის ექსპორტს გეგმავს ჩეხეთში.

30 აპრილს თბილისში, მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა, სადაც ჩაის 20-მდე ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებელი მონაწილეობდა. ფესტივალზე „ასოციაცია ჩაის გზის“ წევრებმაც (“შემოქმედი” – ოზურგეთი, “ნაგომარი” – ოზურგეთი და “არომატი” – ლანჩხუთი) მიიღეს მონაწილეობა.

ბახვი ჰესი აგრძელებს „ჩაის გზის ასოციაციის“ მხარდაჭერას. ზაფხულის სეზონისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.

დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    ასოციაცია „ჩაის გზა“ იმერეთს ესტუმრა2022 წლის 24-26 ოქტომბერს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ასოციაცია, DMO იმერეთმა ასოციაცია „ჩაის გზის“ 12 წევრს და პროექტის „გურიის სტუმარ-მასპინძლობის გზის“ მონაწილეებს უმასპინძლა.გურიიდან იმერეთში დელეგაციის ჩასვლის მიზანი იყო იმერეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მონახულება და იმ სპეციფიკაციების გაცნობა, რაც ამ ბიზნესს ახასიათებს. ინფო-ტურის მონაწილეებს  ჩაუტარდათ სასწავლო-გაცნობითი ტრენინგი, იმერული სამზარეულოს კერძების მასტერკლასები.…
  • 89
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 88
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 88
    თემურ რევიშვილი „ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს““სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
  • 87
    ჩაის გზის ასოციაციის პრეზენტაცია   26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში, „ასოციაცია ჩაის გზის“პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, „ ბახვი 1 ჰესის“ პროექტის გარემოს დაცვითი…