2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და ახალგაზრდების მიერ მათი ეფექტიანად გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს. მათ შორის, როგორ უნდა იყო აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, როგორც მოქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის. _ „აუცილებელია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა შესაძლებლობებია დღესდღეობით ქვეყანაში, რა მიმართულებებია პრიორიტეტული და აქტუალური და როგორ უნდა გაიარო გამოწვევებით სავსე გზა წარმატების მისაღწევად. ეს ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როცა იღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ განავითარო შენი მომავალი. მოხარულები ვართ, რომ გიორგიმ მიიღო ჩვენი მოწვევა, ჩამოვიდა ახალგაზრდებთან შესახვედრად და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მათ. მოსწავლეები დაინტერესდნენ ისეთი თემით, როგორიცაა, აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ახალგაზრდებისთვის საკუთარი კარიერის გარდა, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ქვეყნის განვითარებაცაა. სწორედ, განათლების ხელშეწყობა და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება მიზნად ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო მიმართულების არსებობაც“ _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, განახლებადი ენერგიებისა და პროფესიული ორიენტაციის თემებზე შედგენილი ტრენინგების კურსი, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო მთისპირში, 2022 – 2023 სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს უკვე ორ სოფელში, მთისპირსა და ჩხაკაურაში.
პროექტი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებზე, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით. სპეციალურად შერჩეული ტრენერების და მოსწავლეების შეხვედრები მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში თვეში ერთხელ ტარდება.

მსგავსი სტატიები

  • 100
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 100
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 93
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 92
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 92
    ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  - ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა წელი2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…