_გიორგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ვინც მე შემხვედრია საქართველოში, _ მარტივად და სწრაფად შემსრულებელი იმ ამოცანის, რომელიც შეიძლება ვიღაცას რთული მოეჩვენოს; ეს არ არის მარტო სიტყვები, ეს არის ერთობლივი მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს, უკვე საკმაო პერიოდია,_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის მაკოორდინირებელ როლს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და აღნიშნა, რომ 2021 წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
_„დარწმუნებული ვარ, აქ გიორგი სახოკიასთან ერთად მუშაობის არანაირი პრობლემა არ იქნება. დროის დაკარგვის რესურსი არ გვაქვს და არც მოხდება. მინდა, ერთი რამ გაითვალისწინოთ და ეს არის პრინციპული _ გუბერნატორების, რწმუნებულების ძირითადი ფუნქცია იქნება სწორი კოორდინირება მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. განსაკუთრებით 2021 წელს ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. პატიებისა და კომპრომისების რესურსი არც ამ მხარეს იქნება და არც იმ მხარეს. სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, რომლიდანაც ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ. განსაკუთრებით რეგიონებში ბევრად უფრო მძიმედ იქნება სიტუაცია, ჯერ ვაქცინაციაა ნორმალურად ჩასატარებელი, მერე ეკონომიკაა ამოსაქოქი, არჩევნებია ჩასატარებელი და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი სწორად უნდა იყოს კოორდინირებული”, _ განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს მთავრობის ადმინისტრაციაში კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს, რაც სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.
_„ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეიქმნება, გუბერნატორების საშუალებით ზუსტად 15 წუთში მეცოდინება, ამას მეტი დრო არ დასჭირდება. იქ, სადაც გადაწყვეტა იქნება მარტივი და სწრაფი, მიღებული იქნება სწრაფი გადაწყვეტილება. იქ, სადაც დრო და მსჯელობა იქნება საჭირო, ესეც გეცოდინებათ. სადაც გადაუწყვეტელია, ამასაც გეტყვით და გადავატრიალოთ ეს ფურცელი, ამაზე წვალებას თავი დავანებოთ. მოკლედ, მარტივი ნაბიჯები და სწრაფი შედეგები. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს. ამიტომ ეს ადამიანი, გიორგი სახოკია იქნება თქვენთან, კოტე ანანიაშილი კი ჩათვალეთ, ჩემი ოთახის გვერდზე ზის,” _ განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მეტი კოორდინაციის პროცესს ხელს შეუწყობს ის ფაქტიც, რომ რეგიონული სხდომები ყოველკვირეულად გაიმართება.
_პრემიერ მინისტრმა დღეს წარდგენა გააკეთა.საუბარი იყო იმ ამოცანებზე, რომელიც პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდში რეგიონის წინაშე დგას.
გურიას კარგად ვიცნობ,მისი განვითარების გეგმაზე ვმუშაობთ, სამინისტროებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც შეჯერებული სახით წარმოგიდგენთ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ მედიასაშუალებებს _მოკლე კომენტარი გააკეთა გურიის გუბერნატორმა გიორგი სახოკიამ ცენტრალურ და ადგილობრივ მედიასაშუალებებთან.
მსგავსი სტატიები
- 78დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 72ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან რეალურ ყოფამდე თუ, შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“ ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში „იმერული რეკვიემი“, რომლის ჩვენება, გაიმართა ოზურგეთის…
- 69გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 68სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 68ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება, საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და რაოდენობრივი შეზღუდვის გაუქმება, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ დაწესებულებებში - ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც 22 მარტს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებები საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ შეაფასა. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინების გადაყრა ეს არის…