დღეს, სოფელ მაკვანეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი  მოსახლეობის წარმომდგენელთა კრება გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ესწრებოდა.

ინფრასტრუქტურული საკითხების ამოწურვის შემდეგ,  მაკვანეთელმა ნუგზარ კალანდარიშვილმა თანასოფლელებს ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სოფელ მაკვანეთს, ფერადი ლითონების ტოქსიკური ქარხნის აშენების შესახებ მიმართა.

_ოზურგეთში ინდური კომპანია „მანსაროვარი“ და „არერსა მეთალი“ფერადი ლითონების (ალუმინის) გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას აპირებს, რაც საშიშროებას შეუქმნის ჩვენს სოფელსაც. 25 იანვარს, ჩვენ, მაკვანეთელებიც ვიყავით ოზურგეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე.  მინდა ჩემმა ყველა თანასოფლელმა  იცოდეს იმ  საშიშროების შესახებ, რაც ასეთი საწარმოს აგებას შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის ჩვენი სოფლისთვისაც.   ეს  საწარმო ოზურგეთში არ უნდა აშენდეს _მიმართა თანასოფლელებს ნუგზარ კალანდარიშვილმა.

_მე ხალხის გვერდით ვდგავარ. არ აშენდება ალუმინის ქარხანა   ოზურგეთში _უპასუხა ნუგზარ  კალანდარიშვილს კონსტანტინე შარაშენიძემ.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ გაზეთ „ალიონს“ მაკვანეთელი გია ქვეითაია ესაუბრა:

_რამდენიმე წელია პოლონეთში ვცხოვრობ. ცხოვრებამ მოიტანა ასე, იქ ვმუშაობ და ოჯახს ვეხმარები. სხვადასხვა სამუშაოებს ვასრულებ, მათ შორის სამშენებლო-სამონტაჟოსაც. ვარშავიდან აღმოსავლეთით, ბელორუსიისკენ 130 კილომეტრში წაგვიყვანეს წყლის მილების შესაცვლელად. ადგილზე მისულები გაკვირვებულნი დავრჩით  იმით, რომ ქარხნის გარშემო (სადაც უნდა შეგვესრულებინა სამუშაო) არც ბალახი იყო და არც ხეები. ყველაფერი გადახრუკული იყო. გვითხრეს, რომ ჩვენ ალუმინის ქარხანაში ვიყავით და იქ უნდა შეგვესრულებინა სამუშაოები. ისეთი გარემო იყო, ხანდახან სუნთქვაც კი გვიჭირდა. ცხელი და ცივი წყლის მილები შევცვალეთ. სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყოველი დღის ბოლოს ვარშავაში ვბრუნდებოდით, ღამის გასათევად. გრძელი გზა გვქონდა გასავლელი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი იყო. აქ რამ მოაფიქრებინათ ასეთი საშიში საწარმოს აგება _ გვითხრა გია ქვეითაიამ.

მსგავსი სტატიები

  • 43
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 43
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 38
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 38
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 38
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…