შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი დღეს, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.
კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე _ „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“. მმართველი გუნდის სახელით ტექსტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა მოაწერეს.
შეგახსენებთ, რომ დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
მსგავსი სტატიები
- 70სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 64გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ. 7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას.…
- 60დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ომი გამოუცხადა…
- 60საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას ambebi. ge ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი…
- 60აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ბლინკენთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის…