_ დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ისინი ყოველთვის უწევენ ჩვენს ქვეყანას და დღეს ეს გამოჩნდა ყველაზე რთული გამოწვევის დროს, როდესაც „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ   ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოსახლეობას „ფაიზერით“ აცრისთვის რეგისტრაცია უკვე 24 ივლისიდან შეეძლება. მისივე თქმით, მომავალში, ონლაინ ჯავშნის გარდა, ვაქცინაცია შესაძლოა, ცოცხალი რიგითაც დაიწყოს.

_„ნახევარი მილიონი დოზა გვაძლევს საშუალებას, რომ მასობრივი იმუნიზაცია უფრო ფართო მასშტაბით გაიშალოს ქვეყანაში. თავისუფლად შეიძლება უკვე, რომ 250 ათასი ადამიანი აიცრას. „ფაიზერი“ კეთდება ორჯერ, 21 დღეში, 21-დან 28 დღემდე კეთდება მეორე ინექცია. 250 ათასი ადამიანი, პირველ ინექციაზე უკვე ხვალიდან შეიძლება ჩაეწეროს 20 დღის განმავლობაში, 21-ე დღეს დაიწყება მათთვის მეორე ინექციები. საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი სწრაფი ინტერვენცია, რომ ჩვენ შევაკავოთ ეპიდსიტუაციის ის მზარდი გაუარესება, რაც ქვეყანაში გვაქვს.

დისტრიბუციისთვის ეს უფრო ადვილია. ჩვენ თუ პირველად აცრებს მარტო სამ ქალაქში, – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ვატარებდით, ახლა ეს იშლება უკვე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. დაახლოებით, 37 კლინიკით და 108 ბრიგადით ვიწყებთ და მერე თანდათან დაემატება.

მთავარია ხელმისაწვდომობა იყოს, რაც შეიძლება ფართო. გარდა ონლაინ ჯავშნისა, საშუალება ექნებათ, რომ დაჯავშნონ ტელეფონით, ანდა შემდგომში შეიძლება ცოცხალი რიგებით იყოს. მთავარია, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, ვაქცინაციის იქით ჩვენ გზა არ გვაქვს, ვაქცინაციის გარეშე ამ პანდემიას ვერ დავამთავრებთ“, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 665 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 123, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

 

მსგავსი სტატიები

  • 41
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 40
    წიგნის „საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918) წყაროებისა და ლიტერატურის მიმოხილვა        პირველი წიგნისათვის საქართველოს ახალი ისტორიის (1801-1918) შესწავლის პირველი ცდა ეკუთვნის დავით ბატონიშვილს. მისი ნაშრომები: „ახალი ისტორია“ და „მასალები საქართველოს ისტორიისათვის. შეკრებილი ბატონიშვილის დავით გიორგის ძისა და მის ძმებისა. 1744-1840“. საყურადღებოა ფაქტობრივი მასალის თვალსაზრისით. როგორც ისტორიული წყარო, საყურადღებოა ბაგრატ ბატონიშვილის „ახალი მოთხრობა“ და თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“.…
  • 39
    ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებასსაშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ბახუშტი მენაბდეს ესაუბრა. - ბატონო ვახუშტი საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და არასამთავროების სარჩელზე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელის მიღებასა და არსებით განხილვაზე უარი თქვა. ამ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ვრცელი განცხადებაც გაავრცელა. თქვენი შეფასებით, სამართლებრივი და იურიდიული თვალსაზრისით, რამდენად გამართული აღმოჩნდა თქვენთვის საკონსტიტუციო სასამართლოს უარი სარჩელის არსებით…
  • 38
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 36
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…

არ გამოტოვოთ