SFED და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მასობრივად გავრცელებული პოსტერები მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების მიმართ აგრესიის გაღვივებას ემსახურება

არასამთავრობო ორგანიზაციები – „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული პოსტერები ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, რამაც „შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ“.

ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„24 ივლისს, თბილისში დაუდგენელმა პირებმა  პოსტერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ გააკრეს. ქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე მიხეილსააკაშვილთან ერთად სამი კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელები და სამოქალაქო აქტივისტები – „სირცხვილიას“ წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი და „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი არიან გამოსახული. პოსტერები, თავისი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მსგავს შემთხვევას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ჰქონდა ადგილი აუდიტის სამსახურის მიერ საკითხის გამოკვლევის შემდეგ ბილბორდების ხარჯი დეკლარირებული იქნა შემოწირულებად. ამჯერად კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია. შემოწირულების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ.

თბილისის მერიის  განცხადებით მისი შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს პლაკატების ჩამოხსნას, რადგან ის აზიანებს ქალაქის იერსახეს და ამის გამო არის უკანონო. მიგვაჩნია, რომ ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის.

მოვუწოდებთ: შესაბამის სამსახურებს, შეასრულონ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების ადეკვატური დაცვა.

პოლიტიკურ ლიდერებს, გაემიჯნონ გავრცელებული პოსტერების ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით“,_ ნათქვამია დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები

  • 91
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 86
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 86
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 85
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 85
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…

არ გამოტოვოთ