დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე ყოველდღიურად 4000-მდე ინფიცირებული გვყავს, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, 10 დღიან პერიოდში „დელტა“ შტამის არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა აღინიშნება.
_„ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან წარდგენილია ყველა ის საჭირო რეკომენდაცია, რომელიც ვფიქრობთ, უნდა განხორციელდეს. პირველი და მთავარი რეკომენდაცია არის პირბადეების გამოყენება როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში. ასევე, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ეპიდვითარებას ვაკვირდებით და ვსწავლობთ, „კლასტერული“ ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა ეპიდვითარება უფრო მდგრადად შენარჩუნდეს.
დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე ყოველდღიურად 4 000-მდე ინფიცირებული გვყავს. ხშირად ვამბობთ, რომ „დელტა“ შტამს გააჩნია არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა. მოსახლეობა ამას უკვე აკვირდება, რომ გარკვეული 10 დღიანი პერიოდით გვაქვს ნახტომისებრი ზრდა“, _ განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მსგავსი სტატიები
- 53
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა… - 49
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის… - 43
რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი… - 42
წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით…
