არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ ჩვენი ემოცია, რადგან დღეს, 2 საათზე ია ინგოროყვასთან ინტერვიუ უნდა ჩაგვეწერა. ვიცით, ამ შეხვედრისთვის იგი საგანგებოდ ემზადებოდა…
ერთი წლის წინ გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე იას მამა ბადრი ინგოროყვა…ცნობილ ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი და არაერთი ტრიუმფის თანაზიარი იტალიაში, შოტლანდიაში თუ ევროპის სხვა ქვეყნების სცენაზე…შემდეგ ტურისტულ-ალპინისტური საზოგადოებებების „გურიის მთები“, „ქორბუდე“ არაერთი ექსპედიციის მონაწილე კავკასიონზე თუ გურია-აჭარა-მესხეთის მთიანეთში.
მთა მეტად აახლოებს ადამიანს და მისი სიხარულისა და საწუხარის თანაზიარი ხდები.
_ჩემი ბიჭები _ეს იყო მისი საფიცარიც და საწუხარიც. ენატრებოდა უცხოეთში, გერმანიასა და ამერიკაში წასული ია და კახა…
ჩვენ ორივეს ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობდით. 1989 წლის წლის 9 აპრილის შემდეგ ოზურგეთში გამართულ მრავალათასიან მიტინგებს, ღამისთევებს იას მიერ შექმნილი მომღერალი ბიჭების ჯგუფი „შავლეგო“ აძლიერებდა. როგორ გუგუნებდა ოზურგეთის თეატრის თაღებში მათი ხმები და როგორ ციალებდნენ ღამის შუქზე ასეულობით ადამიანის ხელში ანთებული სანთლები…
შემდეგ _ბევრი ახალგაზრდა წავიდა უცხოეთში. ია გერმანიაში _ქალაქ ვაინგარდენში ცხოვრობდა. კახა _აშშ-ში. გვესმოდა მათი წარმატებების შესახებ…
მამის დაკრძალვას, პანდემიიდან გამომდინარე სირთულეების გამო, ვერ დაესწრნენ მისი ვაჟები. ქალბატონი ნელი თოდრაძე მოუთმენლად ელოდა მათ ჩამოსვლას.
და აი, ერთი თვის წინ ია ჩამოვიდა..გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში მოვიდა ქალბატონ ნელისთან ერთად და მამის მეგობრები მოგვინახულა…მაშინ შევთანხმდით ინტერვიუზე. არჩევნებმა ცოტათი გადაგვიდო ჩანაფიქრი.. გუშინ შემოგვიარა იამ რედაქციაში…ინგოროყვების გვარის ჩერქეზულ წარმომავლობაზე გვესაუბრა…ბილეთს ველოდები და რამდენიმე დღეში გავფრინდები გერმანიაშიო, გვითხრა. შევთანხდით, დღეს მასთან სახლში, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე შევხდებოდით ერთმანეთს…
შემდეგ რედაქციის ძველი თანამშრომელი გულსუნდა მახარაძე შემოვიდა და ბადრი ინგოროყვას შვილს სიყვარულით უთხრა: _როგორ დატოვებ შენს ქვეყანას, დედას და კვლავ უცხოეთში წახვალო..
იას კისრის ძართვები დაებერა და გაბზარული ხმით უპასუხა _ამათმა იციან, მე როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა, რაზე ვოცნებობდით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები და რა მივიღეთ, აფხაზეთის ომში ერთ-ერთი პირველი მე წავედი…რა უნდა მექნა აქ, რომ არ წავსულიყავი, ხომ უნდა მემუშავა და ოჯახს დავხმარებოდი,ნეტავ დედ-მამაც იქ მყოლოდაო….
_ახლა რატომ მიდიხარო_თბილად შეეპასუხა გულსუნდა მახარაძე.
_იქ სამსახური მაქვს _დასავლეთ გერმანიაში ებრაელთა სათვისტომოს დაცვის უფროსი ვარ და იქ მელოდებიან. ისე, სად წავალ, ჩემს სამშობლოში დავბრუნდებიო…
დაგვემშვიდობა და წავიდა, თურმე სამუდამოდ…სამწუხაროდ, ჩვენი ინტერვიუ არ შედგა..
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…