„ბახვი 1 ჰესის“ პროექტის განმავითარებელი კომპანია, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და ენერგეტიკული მომავლის უზრუნვეყოფის პროგრამა, ერთობლივად იწყებენ გურიის რეგიონის განვითარებაზე ზრუნვას.

ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით CCEH და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ რეგიონში. კერძოდ, 1) იმუშავებენ 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის შექმნაზე, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გომისმთასა და ბახმაროს  აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისთან დააკავშირებს. 36 კილომეტრიანი ბილიკი, სადაც განთავსებული იქნება ღამის გასათევი კოტეჯებიც, მოიზიდავს საფეხმავლო მარშრუტებთ დაინტერესებულ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ტურისტებს. კონკრეტულად ეს პროექტი ახანგრძლივებს ბახმაროს სეზონს და შემოდგომა – გაზაფხულის პერიოდსაც საინტერესოს ხდის გურიის რეგიონს პოტენციური ტურისტებისთვის. 2)  მეორე პროექტი, სტუმარ – მასპინძლობის და ჩაის წარმოების ბიზნესების განვითარებაზეა მიმართული. კერძოდ, შეიქმნება „გურიის ჩაის გზა“, ეს მარშრუტი დააკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა.  ამ პროექტის ფარგლებში, მოხდება სასტუმროების მფლობელებისა და ჩაის მეწარმეების გაძლიერება,  გურიაში წარმოებული ჩაის, როგორც ბრენდის განვითარება და მისთვის გასაღების ბაზრების მოძიება.

CCEH-ისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიც, რეგიონის მდგრად განვითარებაზე იქნება მიმართული. კერძოდ, ამჟამად CCEH -ის და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯმენტი ერთობლივად ამუშავებს  ინოვაციური სახის ენერგეტიკულ პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგიონში, ასევე, აქტიურად დაიწყება მთისპირის სკოლის მოსწავლეებისათვის  ცნობიერების ასამაღლებელი შემეცნებითი ტრენინგები და სასწავლო კურსები. .

CCEH-სა და USAID -ის პროგრამებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს ბახმაროში, სასტუმრო „ბახმაროს პიონერებში“ მოეწერა ხელი. ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეოში, გექნებათ საშუალება დეტალურად გაეცნოთ პროექტში ჩართული მხარეების ხედვებსა და მიზნებს. ასევე, ნახოთ ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლების  კომენტარები.

 

მსგავსი სტატიები

  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 88
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 87
    თემურ რევიშვილი „ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს““სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
  • 87
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 82
    გურიის 26-ე საჭადრაკო ჩემპიონატის წინგურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში ერთერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. იგი, 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა.…