საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიებს, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეერჩიათ  2-2 უბანი და  მათი მონაცემების გადაეთვალათ. ასეთი უბანი ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში 8 აღმოჩნდა.

დღესვე, ლოტოტრონის პრინციპით ასეთი ორი უბანი შეარჩიეს: ლაშეს #60/09 და ნარუჯის #60/ 53 საარჩევნო უბნები.გადათვლა„ევროპული საქართველოს“, „გირჩის,“„ქართული ოცნების“ და ცეესკოს დანიშნულმა წევრებმა ჩაატარეს.

გადათვლის პროცესს ეუთოს დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

თავდაპირველად ლაშეს #60/09 უბნის მონაცემები გადაითვალეს. აქ 577 ამორჩეველი მივიდა არჩევნებზე…

გადათვლის დაწყების წინ დამსწრეთაგან  ასოციაცია „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელმა მანანა მენაბდემ გადათვლის პროცესი დატოვა.

_„საცირკო წარმოდგენაში მონაწილეობას არ მივიღებ. რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაიმარჯვა“_განაცხადა მან.

ჩვენს კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ეს სიტყვებში, გვითხრა, რომ გაზეთ „ალიონთან“ ამაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ლაშეს უბანში ავთანდილ თალაკვაძემ 324 ხმა მიიღო, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძემ _253, ხოლო 11 ბიულეტენი ბათილი იყო. გადათვლით თანხვედრა ზუსტი იყო.

შემდეგ დაბა ნარუჯის #53 საარჩევნო ბიულეტენების გადათვლა დაიწყეს. აქ მერობის კანდიდატის გარდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატიც აირჩიეს. საუბნო კომისიიდან მხოლოდ ერთი წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ილარიონ კახაძე დაესწრო. აქ 688 ამომრჩევლის ბიულეტენი გადაითვალეს, _ მაჟორიტარობის კანდიდატების 12 და  მერობის კანდიდატის 26 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.

მაჟორიტარებიდან რაინდი დუმბაძემ _484, ხოლო გიორგი ჩაგანავამ 192 ხმა მიიღო.

მერობის კანდიდატებიდან: ავთანდილ თალაკვაძემ 297, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძემ 365 ხმა მიიღო.

2 ბიულეტენზე ამომრჩევლის პოლიტიკური მოწოდებაც იყო გამოხატული _„თავისუფლება მიშას!“

აქაც გადათვლას ცდომილება არ გამოუვლენია.

ეუთოს წარმომადგენლებმა ტაშით დააჯილდოვეს საოლქო კომისიის წევრები.

ოზურგეთის #6ო საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში მათ მიერ უბნების გადათვლის პროცესი (გუშინ 7 უბანი გადაითვალეს), მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში.

 

მსგავსი სტატიები

  • 57
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 57
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 57
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 56
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…