2021 წლის 21 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შენობაში, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის განმავითარებელი კომპანია CCEH Hydro VI-ის ინიციატივით, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ უახლესი ინფორმაცია მიეწოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ მერს, ბატონ დავით შარაშიძეს, საკრებულოს წევრებსა და სოფლებში მერის წარმომადგენლებს.
პროექტის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ. მან მიმოიხილა პროექტის განვითარების თითოეული ეტაპი, ჩატარებული სამუშაოები 2021 წლის იანვრიდან დღემდე და ის სარგებელი, რომელსაც მიიღებს რეგიონი პროექტის განვითარების შემთხვევაში.
„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტის მენეჯერმა, გიგლა სიხარულიძემ დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა პროექტში ადგილობრივი გარემოსდამცველების და დაინტერესებული პირების რეკომენდაციების საფუძველზე. მაგალითად ის, რომ პროექტი სრულად გავიდა ბახმაროს რეკრეაციული ზონის საზღვრებს გარეთ და ჰიდროელექტროსადგურის შეგუბება შემცირდა 3 ჰექტარიდან 0.24 ჰექტრამდე, აღნიშნული ცვლილებები, მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო კომპანია Afry-ს ავსტრიის ოფისის ექსპერტებთან ერთად განხორციელდა.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, კერძოდ, კლიმატის, კუმულაციური ზემოქმედებისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგები, წარადგინა კომპანიის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.
„წლის დასაწყისიდან დღემდე ჩვენ 50-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში და შევხვდით 800-ზე მეტ ადამიანს. ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი შეხვედრა მერთან, ბატონ დავით შარაშიძესთან, მის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან. დღეს, მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოები და ერთგვარად ანგარიში ჩავაბარეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ მხარეებს პროექტის მიმდინარეობის და განვითარების ეტაპების შესახებ. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ღიად დარჩენილი კითხვები აღარ არსებობს. ჩვენ უკვე გვაქვს როგორც ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგები, რომელიც მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა ვითარებაა საპროექტო ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით და რა შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო, იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული. ასევე, დავრწმუნდით, რომ საპროექტო ჰესი თავის მასშტაბებიდან გამომდინარე კლიმატზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება კუმულაციურ ზემოქმედებას, რომელიც თანმდევი ან კომბინირებული ზემოქმედების ერთობლიობაა, რაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ან პროექტებს, გარკვეულ ბუნებრივ გარემოზე ან სოციალურ ჯგუფებზე, აქ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც უკვე არის ჩვენი ვალდებულება, იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ან კიდევ, შევარბილოთ გავლენა“ _ განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კომპანია CCEH Hydro VI -ის დირექტორმა.
ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ჰიდროელექტროსადგურის 3D მოდელი და ასევე, გაუზიარა ინფორმაცია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ჰიდროენერგეტიკული სქემების და განვითარების პერსპექტივების შესახებ.
მსგავსი სტატიები
- 82დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 75დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
- 74სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
- 72სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 72პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის…