გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ენტომოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ქალბატონი ანგელინა ნიკოლაშვილი.
„ქალბატონმა ანგელინამ თითქმის 65 წელი მიუძღვნა სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის მეცნიერულ უზრუნველყოფას. დიდია მისი დამსახურება სუბტროპიკული კულტურების და დეკორაციული მცენარეების მავნებლების ბიოეკოლოგიის, ბიოლოგიური თავისებურებების და მავნეობის ხასიათის შესწავლის მიმართულებით, აგრეთვე ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში.
ამაგდარი მეცნიერი, მისთვის ჩვეული ენერგიით და ხალისით, სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პრაქტიკულ ხასიათის სამუშაოებს ფაროსანას ბიოლოგიის და ეკოლოგიის შესწავლის მიმართულებით. კვლევის შედეგები დიდ დახმარებას უწევს ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
მშვიდობით ძვირფასო კოლეგავ და მეგობარო,
მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა!
ღრმა მწუხარებით,
ანასეულელი მეგობრები და კოლეგები“_წერს ინსტიტუტის დირექტორი თემურ რევიშვილი თავის ფეისბუქგვერდზე.
ანგელინა ნიკოლაიშვილს კვირას, 12 დეკემბერს, ქ. ოზურგეთში დაკრძალავენ.
მსგავსი სტატიები
- 84დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 80„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია „ბახმაროში“, რომელიც ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
- 78„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას 2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
- 77“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
- 75გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…