დღეს, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს ინიციატივით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის მონაწილეებმა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები გააპროტესტეს.

ოზურგეთის საკათედრო ტაძრის მიმდებარე პარკში, მათ ყავილებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთის დაღუპულთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი.

მამა გიორგიმ (დობორჯგინიძე) საქართველოსა და უკრაინის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პარაკლისი აღავლინა.

გაზეთი „ალიონი“ ესაუბრა აქციის მონაწილე ვეტერანებს:

გიგა არველაძე, გადამდგარი გენერალ-მაიორი: _ დააგვიანა მსოფლიომ რეაქცია და დღეს, უკრაინაში უდანაშაულო ხალხი იხოცება.  საქართველოში, 2008 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ აშკარა იყო, რუსეთი მარტო საქართველოთ არ დაკმაყოფილდებოდა და ვხედავდით ეტაპობრიად რა ხდებოდა უკრაინაში : ყირიმის ანექსია, დომბასისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების შექმნა. მსოფლიომ სამწუხაროდ ყურად არ იღო განვითარებული მოვლენები და შედეგიც სახეზე გვაქვს. სამწუხაროდ მსოფლიოს პოლიტიკოსების ნაცლად უმეტესად ეკონომისტები მართავენ. ასეთმა გათვლებმა მოგვიტანა ასეთი დიდი ტრაგედია.

მიშიკო ღლონტი, გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი: _ უკრაინაში მყავს ახლობლები, მეგობრები, ისინი საომარი მოქმედებების ზონაში არიან.  ძალიან განვიცდი ამ ტრაგედიას. მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ დაამუხრუჭონ უზარმაზარი საომარი მანქანა. მარტო რეზოლუციები საქმეს ვერ გადაწყეტს. საჭიროა მეტი აქტიური მოქმედება, რომ როგორმე შეწყდეს ეს საშინელი ომი.

გივი გუდავაძე, გადამდგარი მაიორი: _ საშინელი ომია. იღუპება სამოქალაქო მოსახლეობა _უდანაშაული ქალები და ბავშვები. რუსები უმოწყალოდ ანგრევენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას _საავადმყოფოებს, სკოლებს ბაღებს, საცხორებელ კვარტალებს. ომი როგორმე უნდა შეჩერდეს.

ჯემალ კეჭაყმაძე, მწერალი , მსახიობი: _ის ფაქტი, რაც დღეს დაგვიდგა, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. შინაგანად ვგმობ და ევედრები უფალს, ნაწილობრივ გამოასწოროს ამჟამად არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ძალიან ვწუხვარ, რომ 82 წლის ვარ და ჩემდა საუბედუროდ ვერ მივდივარ უკრაინაში, არადა ახლა იქ ვიქნებოდი.

მშვიდობა და ომის შეჩერება ინებოს ღმერთმა.

 

მსგავსი სტატიები

  • 87
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 79
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 79
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 77
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 76
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…