კრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსეთმა 16 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა -ამის შესახებ ipn.ge წერს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსული ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთმა 16 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
„მტრის მთლიანი საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 25 მარტამდე დაახლოებით ასეთია: ჯარი – 16 000-მდე, ტანკი – 561, საარტილერიო სისტემები – 291, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები – 90, საზენიტო საბრძოლო სისტემა – 49, თვითმფრინავი – 115, შვეულმფრენი – 125, სატრანსპორტო საშუალება – 1089, კატარღა – 5, საწვავის ავზები – 72, ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -53, სპეცტექნიკა – 18.
მიმდინარეობს მონაცემების განახლება. ერთად გავიმარჯვებთ!“ – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 35უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელებმა 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დატყვევებულია 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი დაკარგა. BBC წერს, რომ რუსული მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
- 3024 თებერვლიდან დღემდე რუსულმა არმიამ უკრაინაში პირადი შემადგენლობის 5 710 წევრი დაკარგა, 200 სამხედრო კი ტყვედაა ჩავარდნილი, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ასევე დაკარგეს 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 846 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 77 საარტილერიო სისტემა, 21 გრადი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 2…