ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ევროპალია“ დელეგაცია ეწვია
ბრიუსელიდან, მათ მასპინძლობა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ გაუწია, დელეგაციის წევრები დათა თავაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,დედაომი“ (რეჟ. საბა ასლამაზიშვილი)დაინტერესდნენ.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის განსაკუთრებული სტუმრები გახლდნენ ბელგიიდან-ბრიუსელიდან, საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის ,,ევროპალია“ პროექტის კოორდინატორი საშემსრულებლო ხელოვნებასა და ლიტერატურაში Katleen Van Langendonck, სამხატვრო ხელმძღვანელი Dirk Vermaelen, ასევე დელეგაციის სხვა წევრები.
სტუმრებს თეატრის ისტორია თავად სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ გააცნო, მოგვიანებით კი სტუმრებმა სპექტაკლის ,,დედაომი“ (რეჟ.საბა ასლამაზიშვილი) ნაწყვეტი იხილეს.
ცნობილი ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ (Europalia) 2022 წელს საქართველოს მიეძღვნება. საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება, მაღალი დონის შემოქმედებითი კულტურული ღონისძიებებით გამოირჩევა და მოწვეული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის აღსანიშნავად იმართება.
,,ევროპალია საქართველო“ გახლავთ უნიკალური საშუალება საქართველო წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე.

მსგავსი სტატიები

  • 55
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 52
    ევერესტის დაპყრობა: ტრიუმფი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს.  ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
  • 50
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    ვაშნარი _IV-VIII საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლი  ·  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები…
  • 47
    გობრონიძეთა საგვარეულოგობრონიძეთა გვარი საკუთარი სახელიდან გობრონ-იდან მოდის. ამ საკუთარ სახელებს ჩვენში გმირული წარსული აქვს. გობრონი ერქვა ერთ სამხრეთელ ქართველ ციხისთავს, რომელიც X საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა და 914 წელს, ერთ-ერთი არაბი სარდლის შემოსევისას ყველის ციხიონს ედგა სათავეში. 28 დღე და ღამე გმირულად უმკლავდებოდნენ ყველელი ქართველები მრისხანე მტერს და მხოლოდ მას შემდეგ დანებდნენ,…

არ გამოტოვოთ