პარასკევს, 13 მაისს ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „რუსთავის _ 2“ – ის  გურიის რეგიონის ბიუროს ჟურნალისტი, 36 წლის თამთა დოლიძე მძიმედ დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თამთასთან ერთად ავტომანქანაში მისი 17 თვის შვილი იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ჩატარებული კვლევების შემდეგ, პატარა ბინაზე უკვე გაწერეს.

რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, იგი ბათუმში, კლინიკა “მედცენტრში” მრავლობითი მოტეხილობებით მოათავსეს, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თამთა დოლიძეს აქვს ცხვირის ფრაგმენტული მოტეხილობა, მარჯვენა ჰაიმორის წიაღის ხაზოვან-ფრაგმენტული მოტეხილობა მცირედი ცდომით.

📌 შუბლის წიაღის გარეთა ფირფიტის ხაზოვანი მოტეხილობა.

📌 მარჯვენა თვალბუდის მედიალური კედლის მცირე ფრაგმენტული მოტეხილობა.

📌 მარჯვენა მხარის ძვლის მეტაფიზის ხაზოვანი მოტეხილობა.

📌 მარცხენა 4 ნეკნის ფრაგმენტული მოტეხილობა.

📌 მარცხნივ წელის 1-2-3 მალის მარცხენა განივი მორჩების ხაზოვანი მოტეხილობა.

თამთას, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ის კონტაქტურია თუმცა, მკურნალი ექიმების განცხადებით, იგი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას და რეაბილიტაციას.

თამთას გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვიანი მკურნალობის კურსის ჩატარებაა საჭირო, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, თამთას დასახმარებლად თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

მიმღები: კუკური ბარამიძე (თამთას მეუღლე)

საქართველოს ბანკი

GE59BG0000000498359752

მსგავსი სტატიები

  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 48
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 47
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 46
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 44
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…

არ გამოტოვოთ