9 ივნისს, დილის 07:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგოულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან მეწყერული პროცესების გააქტიურების გამო – თბილისი-სენაკი-ლესელიძის 149-ე კილომეტრზე ( ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტა .გზების დეპარტამენტმა მძღოლებს მითითება მისცა, გომი-საჩხერე-ჭიათურის გავლით ემოძრავათ. გადატვირთვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. მგზავრების თქმით, დაახლოებით 4 საათი მოუწიათ საცობში დგომა.
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევი-უბისას მონაკვეთზე ჩამოსული მიწის მასისგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისგან გზის დამცავი კედელია მოწყობილი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებსა და მგზავრებს აფრთხილებს, რომ რიკოთის გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00-დან 08:00 საათამდე, ყოველ დღე აკრძალული იქნება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში გვირაბში მოძრაობა თავისუფალია იქნება. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
მსგავსი სტატიები
- 55რიკოთის გვირაბში 12-დან 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველ დღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპატრამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, რიკოთის გვირაბში 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველ დღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში მოძრაობა თავისუფალია.…
- 53ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 51ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 50დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 46საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, სარემონტო და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 15 მარტის 00:00სთ-დან 07:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი…