რუსეთმა უკრაინის სამხრეთში, ნიკოლაევის ალყაში მოსაქცევად 25 000 სამხედრო შეიყვანა, მათგან 10 000 დნეპრის დასავლეთ ნაპირზე იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინული მედია გამოცემა The Times-ზე დაყრდნობით წერს.
ბოლო კვირების განმავლობაში რეგიონში დონბასიდან და ყირიმიდან 9 რუსული ქვედანაყოფი გადაისროლეს. 9 რუსული ქვედანაყოფი 500-800 კაცისგან შედგება.
The Times-ის ინფორმაციით, ეს არის რუსეთის პასუხი უკრაინელების განცხადებებზე, თითქოს ისინი კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ნიკოლაევიდან ფრონტის ხაზი 2 კილომეტრით წინ გადაწიეს.
გამოცემის ცნობით, ნიკოლაევის აღება რუსეთს ოდესის მიმართულებით წინსვლისთვის სჭირდება.
მსგავსი სტატიები
- 66
მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში…
- 63
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 63
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 62
3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული…
- 62
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…