ლაითურის #1 პენიტენციური დაწესებულება მცირე ზომის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულთა უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

მაღალი სტანდარტის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საჭიროებაზე მორგებული არაერთი სივრცე ფუნქციონირებს, მათ შორის, ციფრული უნივერსიტეტი, სადაც მათ ონლაინ ლექციებზე დასწრება და უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ; ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში კინოთეატრი, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედნები მოეწყობა, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მათთვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ შესაძლებლობებს შექმნის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში 11 სექტემბერს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი  დავით შემოქმედელი და რეგიონული გაზეთ „ალიონის“ რედაქტორი, ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი ლაითურის #1 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდნენ.

სტუმრები მსჯავრდებულებს ესაუბრნენ სხავადასხვა თემებზე: შემოქმედებით პროცესებზე, ზნეობრივ საკითხებზე,რწმენაზე, თავიანთი ცხოვრების ეპიზოდებზე და ა.შ.

პოეტმა დავით შემოქმედელმა მსჯავდებულებს თავისი ლექსები წაუკითხა.

პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას გაზეთ „ალიონის“ნომრები და პოეტის მოთხრობების კრებული გადასცეს.

შემდეგ ლაითურის #1 პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილე ტარიელ შარაბიძემ სტუმრებს მათ დაწესებულებაში სიახლეებზე ესაუბრა, მათ შორის ეკლესიის ფუნქციონერების შესახებ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში  მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

დავით შემოქმედელმა გაზეთ „ალიონთან“ თქვა, რომ მსგავსი შეხვედრები უკვე ჰქონდათ სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც, რომელებშიც ცნობილი სპორტსმენები ნონა გაფრინდაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ძოძუაშვილი, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და სხვა ცნობილი სახეები  მონაწილეობდნენ.

მსგავსი სტატიები

  • 91
    რა ხდება ლევილის ქართულ მამულში გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია  „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის…
  • 90
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 89
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 89
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 85
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…