კინო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „აჭარული კინო-ამბები“ წელს მეოთხედ ჩატარდა. ფესტივალმა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს 40 ქვეყნიდან უმასპინძლა და სამდღიან პროგრამას მოიცავდა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მონაწილე ფილმების ჩვენება და კომპეტენტური ჟიურის მიერ მათი შეფასება, ვორქშოპი, ასევე ტურისტულ ჯვარიმინდორზე პიარ-კამპანია და მასტერკლასი.
ფესტივალზე 450 ფილმი იყო წარმოდგენილი, საიდანაც ჟიურმა 25 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, ხოლო ფესტივალის მთავარი ჯილდო – გრან-პრი ელენე ეფრემიძეს გადაეცა ფილმისთვის ,,ყვავილი“.
ნომინაციებში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, გრან-პრის მფლობელს კი – სპეციალური პრიზი.
ფესტივალის მიზანია სმარტფონებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდი შესაძლებლობების სამყაროში ახალგაზრდების კინოხელოვნებით დაინტერესება და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება.
ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის კულტურის სამინისტროსა და შუახევისა და ხულოს თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფესტივალის მონაწილეები, ჟიურის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დასკვნითი ღონისძიება ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, ხოლო მისი ფინანსური მხარდამჭერია შუახევის მუნიციპალიტეტის მერია.

მსგავსი სტატიები

  • 87
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 87
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 87
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
  • 87
    გადადგომების დიდი ტალღა კულტურის სამინისტროშიგაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის…
  • 85
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…