საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დავათვალიერეთ გურიის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა განახლებული რეგიონების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასრულდა ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. ასევე, პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად მიმდინარეობს, რომლებიც განსაზღვრულ ვადებში დასრულდება, “ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს.
მსგავსი სტატიები
- 52დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 45საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 41საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულეს. ჩოხატაურში აქტიურ ფაზაშია: მდინარე ორპირას კალაპოტისა და მიმდებარედ რეკრეაციული ზონის მოწყობა, გორაბერეჟოულის ტყე-პარკისა და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, სოფელ…
- 41ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 41საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…