უეფა ფიფას ახალ ინიციატივას კიდევ ერთი განცხადებით გამოეხმაურა. ჯანი ინფანტინოს ხელმძღვანელობით ფიფამ წევრ ფედერაციებს კომერციული გეგმის მხარდასაჭერად დედლაინი დაუდგინა, თუ ისინი უარყოფენ წინადადებას, შესაძლოა, გარიცხვის რისკის წინაშეც დადგნენ. ფიფას წერილში საფეხბურთო ფედერაციების მიმართ ნათქვამია, რომ მათ მხარდაჭერის გადაწყვეტილება 19 სექტემბრამდე უნდა მიიღონ.
უეფაში მიაჩნიათ, რომ ეს ულტიმატუმი ნათელი დასტურია ფიფას განზრახვის არამართებულობის შესახებ. ევროპული ფეხბურთის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჯანი ინფანტინო და მთლიანად ფიფა ფეხბურთს საკუთარი თავისა და მეგობრების გამდიდრების წყაროდ იყენებს.
უეფას განაცხადში ჩანს, რომ მათ მრავალ „დაინტერესებულ მხარეს” მიმართეს და გამოჩნდა, რომ მათ შორის ფიფას გეგმის მიმართ “მნიშვნელოვანი და მზარდი წინააღმდეგობაა”. უეფაში მიაჩნიათ, რომ ფეხბურთს ისედაც შეუძლია სწორი გზით განვითარება ფედერაციებზე ფინანსური ზეწოლის გარეშე. უეფა მოუწოდებს ყველას, რომ პრიორიტეტი სწორედ ფედერაციებს, ლიგებს, კლუბებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს მიენიჭოთ.
როგორც ხედავთ, ამ ორ ორგანიზაციას შორის დაძაბულობა საათობრივი პროგრესიით იზრდება. რეალურად, ახლა უეფა და ფიფა სპორტის ამ სახეობის კომერციული კონტროლისთვის ბრძოლაშია ჩაბმული.
წყარო: betsson-sport
მსგავსი სტატიები
- 88
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 87
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი… - 84ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 82ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 82
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…