ოზურგეთელი მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი იური ლომაძე ( ბერძნულ – რომაული სტილი) მსოფლიოს პირველი მოჭიდავის ტიტულისთვის იბრძოლებს.
იური ლომაძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა. ( მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები)
იური ლომაძესთან ერთად ბელგრადში, მსოფლიო პირველობაზე 9 ქართველი იჭიდავებს.
ჩემპიონატი 10 სექტემბერს დაიწყება.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს :
55 კგ – ნუგზარ წურწუმია
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
63 კგ – ლერი აბულაძე
67 კგ – ჯონი ხეცურიანი
72 კგ – შმაგი ბოლქვაძე
77 კგ – იური ლომაძე
82 კგ – გელა ბოლქვაძე
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი
97 კგ – გიორგი მელია
130 კგ – იაკობ ქაჯაია
საქართველოს ნაკრები წინასაშეჯიბრო დასკვნით შეკრებას ორ დღეში დაასრულებს.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით ოზურგეთელ იური ლომაძეს!!!

მსგავსი სტატიები
ოზურგეთის სპორტის სასახლემ და სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში, ჭაბუკთა და უმცროს ჭაბუკთა შორის აწ გარდაცვლილი მწვრთნელის, ალექსანდრე ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრში 400 - ზე მეტი სპორტსმენი მთელი საქართველოდან იღებდა მონაწილეობას. მასპინძლებმა ასპარეზობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს და შინ 30 მედალი დაიტოვეს. უმცროს ჭაბუკებში…
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიდან გადავერთოთ ჭიდაობაზე! მაშ ასე, მართლა მედლების ცვენა ფალავნებისგან !!! 26 მედალი საერთაშორისო ტურნირიდან! 17 - 18 დეკემბერს ქ. ქუთაისში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში თემურ აფხაზავას საერთაშორისო ტურნირი 2006 - 2007; 2009 - 2011 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა. საჭიდაო ასპარეზობაში საქართველოსთან ერთად ოთხი ქვეყანა : სომხეთი , აზერბაიჯანი,…
ევროპის ჩემპიონატს ჭიდაობაში , რომელსაც ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მასპინძლობს, ხვალ ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეები, მთელი ევროპიდან შეუერთდებიან. საქართველო ევროპის პირველობაზე 10 სპორტსმენით ( სხვადასხვა წონით კატეგორიაში) იღებს მონაწილეობას. ზაგრებში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 77 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ოზურგეთელი იური ლომაძე ( მწვრთნელები ძმები ზურაბიანები)იბრძოლებს. ლომაძემ 2020 წელს იტალიაში,…
28-29 ნოემბერს ქალაქ ბათუმში ბერძნულ -"რომაულ ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკებს შორის ნოდარ ჭანუყვაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. ასპარეზობაზე თავი გამოიჩინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბერძნულ - რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა. ( კლუბი ,, ზვაბელები" ) ჩვენმა ფალავნებმა შინ 15 მედალი, მათ შორის 5 ოქრო, 3 ვერცხლი…
26 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მსოფლიო თასის ფლობელის გურამ მაჭარაშვილის სახელობის ტურნირი 2010 - 2012 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა. საჭიდაო ასპარეზობაში გურიის რეგიონიდან 120 - ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. რეგიონულ ტურნირში თავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის…