ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილე ოზურგეთში აღნიშნეს. მათ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის სცენაზე დიდი ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის უკვდავი კომედია „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს.
ხარაგაულელებმა ერთხელ კიდევ შეგვახსენეს მწერლის მიერ გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილით ასახული, უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი იმერელი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება. მართალია ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს არ იშლის.
რეჟისორ ირინა ჩხეიძეს საინტერესოდ აქვს გადაწყვეტილი სპექტაკლის რეჟისურა. ამასვე ვიტყოდით მხატვრობაზეც. პროლოგში ბათუ კიკნაძეს საინტერესოდ გადაჰყავს მაყურებელი წარსულში და სცენზე თანდათან ცოცხლდებიან ძველ ფოტოებზე ასახული კლდიაშვილის გმირები.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ირინა ჩხეიძე(მართა ქვიტირიძისა), ლუიზა კიკნაძე (პელაგია საბელაშვილისა), ლია ჭიპაშვილი (ნატალია), ვასილ კიკნაძე(დარისპან ქარსიძე), მაია ბერაძე (კაროჟნა), ნიკოლოზ დეკანოსიძე (ონისიმე მათარაძე), დავით ჭყოიძე (ოსიკო ხარებაძე); სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება _დავით კვირიკაშვილი, ქორეოგრაფი _ზაზა ლურსმანაშვილი).
სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეარის რეჟისორმა ირინა ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს, რომ გურიაში აღნიშნეს დიდი ქართველი მწერლის უკვდავი „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც საუკუნეზე მეტია არ ჩამოდის ქართული თეატრის სცენიდან.
სტუმრებს მიესალმნენ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ავთანდილ სურგულაძე და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ქალბატონი ირინა ჩხეიძე გაზეთ „ალიონს“ ესაუბრა.
_ ხარაგაულის თეატრალური ცხოვრება გასული საუკუნის დამდეგიდან იღებს სათავეს. 30-იანი წლებიდან ხარაგაულში უკვე მუდმივი დასი არსებობდა, რომელსაც 1943-47 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. 1959 წლიდან თეატრს სახალხოს წოდება მიენიჭა.
თეატრი საერთაშორისო ფესტივალების გრან-პრის მფლობელია, წარმატებით მართავს სპექტაკლებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლო წლებში თეატრმა მონაწილეობა მიიღო თურქეთში და ლატვიაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, 2014 წელს ბელგიაში _ქ. ბრიუსელში.
2015 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „დარისპანის“ გასაჭირი“, ნომინაცია _„საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლი“ მოიპოვა. იმევე წელს გორში გამართულ საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე ნომინაცია _„საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი“ დაიმსახურა.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და ხარაგაული მერიას ხელშეწყობისათვის _აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.
მსგავსი სტატიები
- 56დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 49საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 47"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 47საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 45საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…