ოზურგეთში ორგანიზაციამ „დემოკრატიის მცველები“ კამპანიის _ „ევროპა ხარ შენ!“ _ ფარგლებში, შეხვედრა გამართა.
შეხვედრებზე, საუბარი იყო თუ რა გაკეთდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რას შევიძენთ, თუკი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. როგორია ჩვენი მსგავსი ქვეყნების გამოცდილება სტატუსის მიღების შემდეგ.
შეხვედრის მიზანი იყო კამპანიის გეგმებზე საუბარი და სამომავლოდ ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ასევე, გაიმართა დისკუსია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მსჯელობას, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საზოგადოების ჩართულობით მათი გადაჭრის საშუალებების განხილვას.
შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ აქტივისტები და მედია ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
მსგავსი სტატიები
- 69
- 67
- 62ოზურგეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში პოლიციის შენობის წინ ქალებმა აქცია გამართეს. ისინი შენობასთან აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოებით მოვიდნენ და ძალადობის ფაქტები დაგმეს. აქციაზე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის, და მედიის წარმომადგენლები. აქციაზე მოვიდა თბილისში აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა მტარგმნელის, ოზურგეთელი დათა ხარაიშვილის დედა ნანა მჟავანაძე.
- 6129 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო.…
- 60ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…