ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს 11 საკითხი განიხილეს.
სიტყვიერი დაპირისპირება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პავლე ჭყონიას მიერ წარმოდგენილ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვას მოჰყვა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა წარმოდგენილი ანგარიში გააკრიტიკა და მას წარუმატებელი უწოდა, რადგან ნიკოლაიშვილის თქმით ინფრასტრუქტურული ნაწილი 60 პროცენტით იქნა ათვისებული, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები, ანუ ხელფასების ნაწილში მუნიციპალიტეტმა 92 პროცენტი აითვისა.
_ ბიუჯეტის საერთო შესრულება 72%-ია, ანუ ფაქტობრივად 2/3 ბიუჯეტის ვერ აითვისეს ინფრასტრუქტურა – 60%, ანუ ყოველი მეორე სამუშაო ვერ შეასრულეს სამაგიეროდ, წარმომადგენლობითი ხარჯი შეასრულეს – 92%-ით 700 ათასი მსუბუქი ავტომობილების შეძენაზე დახარჯეს.
ეს ხდება იმ მუნიციპალიტეტში, სადაც 62 826 ადამიანი ცხოვრობს და ყოველი მეორე ადამიანი ოფიციალურად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის რეგისტრირებული _აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნულ შეფასებას მტკნარი სიცრუე უწოდა.მან ნიკოლაიშვილს შეახსენა, რომ დავით კეზერაშვილმა 2008 წლის ომის შემდგომ 5 მილიონი მოპარა ქართულ ჯარს და ეს უნდა ახსოვდეთ. მისი თქმით ოპოზიცია საკრებულოს მუშაობაში, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მასთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობას არ იღებს და შემდეგ, მხოლოდ, დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს.
თავად ფრაქციაში დაპირისპირების, ხაბეიშვილის გუნდის წევრობა და კეზერაშვილის ქოლცენტრების მიერ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული მილიონების შესახებ დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ქეთი ხომერიკმაც შეახსენა…
_რატომ ვერ მოხერხდა 3 წლის განმავლობაში ნასაკირალის 3 კილომეტრი საავტომობილო გზის დასრულება, წამოდით და ნახეთ როგორ იშლება სოფელ მშვიდობაურში ერთი კვირის წინ გაკეთებული სკოლა.. რომ მოიტანეთ და ქალაქის ცენტრში რკინის კუბოები დადგით, მთელი საქართველო დაგვცინის. ახალგაზრდობა ან ნარკოტიკულ საშუალებებს ეტანება ან უცხოეთში გარბის. დაფიქრდით ამაზე.არ მინდა დავიჯერო, მაგრამ მაქვს ეჭვი კორუფციაშია ჩაფლული მთელი ოზურგეთის მთავრობა _ასე ემოციურად მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოჩა შარაშენიძემ დავით დარჩიას და საკრებულოს სხვა წევრებს.
_არასწორს ამბობს გოჩა, ნახე რამდენი სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდა ოზურგეთში. როგორც ჩანს მშვიდობაურის შემთხვევაში არაკეთილსინდისიერ მეწარმესთან გვაქვს საქმე_ შარაშენიძის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა აროშიძე გამოეხმაურა.
_სულ კინკლაობაში ხართ ჩართული, სულ წარსულს იხსენებთ. წელიწადნახევარია სულ ეს მესმის. არც მომწონს მე დეპუტატების ასეთი დამოკიდებულება, ხალხი იცინის. რაღაც ხომ უნდა შეცვალოთ? _ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისა და ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლების მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ ასე მიმართა საკრებულოს პარტია „საქართველოსათვის“ დეპუტატმა სოფო ქარცივაძემ და მანაც დატოვა დარბაზი.
შემდეგ კი მშვიდ ვითარებაში საკრებულოს სხდომა გაგრძელდა და ყველა განხილულ საკითხზე მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მსგავსი სტატიები
- 75დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 68დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი ოზურგეთის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს 23 დეკემბერს გაიმართა ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, სადაც წლის მთავარი დოკუმენტი _ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, თუმცა ტრადიციული დაპირისპირების გამო განხილვა გარკვეული დროით შეფერხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალმა დეპუტატებმა საავადმყოფოში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოფინეს…
- 63გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 62სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 601918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…