„მასწავლებლობა არის მუდმივი მოსწავლეობა“_ ეს სიტყვები ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მე_12 პირველი კლასის დამრიგებელს მაია ღლონტს ეკუთვნის, რომელიც მან დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მისი სადამრიგებლო კლასის გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქვა.
მართალი გითხრათ, ერთი გამოსაშვები კლასის მიერ ასეთი მრავალმხრივად მომზადებული ღონისძიება დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა „მაიასტომელებმა“ ყველაფერ ამას თავი ღირსეულად გაართვეს: პაროდია, სიმღერა, ცეკვა, საინტერესო სიუჟეტები, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი..
აკი აღნიშნა კიდეც თავის სიტყვაში სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ, რომ ესენი 35 შემდგარი ადამიანი, რომელთაგან 17 მედალოსანია. მანვე წარმატება უსურვა მე-2 საჯარო სკოლის მე-12 „ბ“და „გ“კლასების კურსდამთავრებულებსაც.
სკოლის კურსდამთავრებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი მიესალმნენ. მათაც წარმატებები უსურვეს ახალგაზრდებს ცხოვრების დიდ გზაზე.
მსგავსი სტატიები
- 51ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 47დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 4328 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 42რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 41ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მოედანზე მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების მონაწილეობით მასშტაბური ბოლო ზარი გაიმართა, რომელშიც 44 სკოლის 300 მოსწავლე, ასევე პედაგოგები და მშობლებიც მონაწილეობდნენ. სკოლის კურსდამთავრებულებს მიესალმნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე და ნათია გოლიაძე, ოზურგეთის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა…