„ქალაქ ოზურგეთში, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ფარგლებში, შპს „გურიის მოამბის“ მიერ განთავსებული ბილბორდების დემონტაჟი მოახდინა.
ვინაიდან შპს „გურიის მოამბეს“ მუნიციპალიტეტის წინაშე წლების განმავლობაში დაგროვილი საიჯარო ქირის დავალიანება უფიქსირდება, დაერიცხა შესაბამისი პირგასამტეხლო. ამასთანავე გაცნობებთ, რომ „გურიის მოამბეს“ ოთხივე ბილბორდზე იჯარის სახით უნდა გადაეხადა თვეში 25 ლარი (ანუ თითოეულ ბილბორდზე თვეში 6 ლარი და 25 თეთრი), წელიწადში კი ჯამურად, ყველა ბილბორდზე 300 ლარი.
აღნიშნულის თაობაზე შპს-ეს დირექტორს წერილობით არაერთხელ ეცნობა, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და მიეცა ვადა როგორც დავალიანების დასაფარად, ასევე, დოკუმენტების წარმოსადგენად, თუმცა მისი მხრიდან დავალიანების დაფარვა და დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მომხდარა. მოქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაცვით, განხორციელდა ხელშეკრულების შეწყვეტა და ამის შესახებაც ეცნობა ვლადიმერ მენაბდეს. ასევე, ჩაბარდა ოფიციალური შეტყობინება ქონების მუნიციპალიტეტისათვის დაბრუნების თაობაზე, რაც მისი მხრიდან უგულვებელყოფილ იქნა. ყველა მოიჯარემ პირნათლად უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება და დაიცვას კანონი.“ – აღნიშნავენ, ოზურგეთის მერიაში.
მსგავსი სტატიები
- 53ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 51"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 50დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 50საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 47რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…