15 ივლისს, საზეიმოდ დაიხურა ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. მოეწყო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრალური კოლექტივების და ინდივიდუალური შემსრულებლების დაჯილდოება.

ფესტივალის გრან პრი სპექტაკლისათვის „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი) გადაეცა თბილისის თავისუფალ თეატრს

ფესტივალის საზეიმოდ დახურვის შემდეგ გაზეთი „ალიონი“ესაუბრა ჟიურის წევრს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს გუბაზ  მეგრელიძეს:

_ ბატონო გუბაზ, როგორია ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შთაბეჭდილებები?

_ფესტივალი ჩატარდა კარგად, საკმაოდ საინტერესოდ,რაზედაც უდიდესი შრომა იქნა გაწეული როგორც ფესტივალის ადმინისტრაციის მხრიდან, ისე შემოქმედებითად.

ფესტივალზე  27 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი, საიდანაც 15 სპექტაკლი იყო საპროგრამო, რომელიც ჟიურის უნდა შეეფასებინა. 8 სპექტაკლი ჩამოვიდა უცხოეთიდან, რაც ფესტივალის ზრდაზე მიუთითებს.

ძალიან სასიამოვნოა, რომ რომ ხდება ქართული მწერლობის, ნოდარ დუმბაძის შემოქმედების პოპულიზაცია,  ფართოვდება საზღვრები.წინა ფესტივალთან შედარებით მეტი იყო სტუმართა რიცხვი, რაც ჩვენ გვახარებს. უკვე მომავალ ფესტივალებზე ვფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული ნაწარმოები იქნას წარმოდგენილი.

ეს ფესტივალი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მაღლა წევს თეატრალურ კულტურას, ზრდის ოზურგეთელ მაყურებლებს, იხვეწება მაყურებლის გემოვნება, მოთხოვნილება. სამომავლოდ ოზურგეთელ მაყურებელს ვერაფერს ვერ გამოაპარებ, ძალიან კარგად გაერკვევა სამსახიობო ხელოვნებაში, რეჟისურაშიც და ტაშით დააჯილდოებს ღირსეულს.

_ როგორია თქვენი აზრი ცალკეული სპექტაკლების შესახებ?

_საკონკურსო სპექტაკლები ჩვენ გამოვყავით.ჟიურის ჰყავდა ორი შემადგენლობა_ესენი  იყვნენ საზღვარგარეთელი ჟიურის წევრები და საქართველოს წარმომადგენლობა. ჩვენი და უცხოელი ჟიურის წევრების აზრი არ დაემთხვა ერთმანეთს. ისინი მეტი იყვნენ რაოდენობრივად და როგორც ჩანს რაოდენობამ სძლია ხარისხს. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ზოგიერთ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოცხადება, მაგრამ ჟიური ერთსულოვანი იყო გრან პრის მფლობელის დასახელებაში. ეს უდაოა,„სამანიშვილის  დედინაცვალმა“დამსახურებულად აიღო ფესტივალის მთავარი ჯილდო. ეს იყო ახლებური გაგება ამ პიესისა, რომელიც დაუახლოვდა თანამედროვეობას. თანამედროვე პრობლემები წამოვიდა ამ სპექტაკლში და მას ძალიან ორიგინალური სახე მისცა.

ასევე მე ძალიან მომეწონა უზბეკეთის,კაშკადარინი ს მუსიკალურ-დრამატული თეატრის დადგმა _ნოდარ დუმბაძის „ჰელადოს“, რომელიც ქართველმა რეჟისორმა კახა გოგიძემ ძალიან სხვანაირი ფორმით დადგა. გარდა იმისა, რომ იქ იყო ქართული ცეკვები და სიმღერები, რომლებიც პირველ რიგში უზბეკი მაყურებლისთვის იყო განკუთვნილი,  ძალიან მომეწონა დადგმის ფინალი, რომელიც სრულიად ახლებური დამოკიდებულებითაა გაკეთებული. მაშინ, როცა იანგული კვდება და ბიჭები ზღვისპირას აღმოაჩენენ მის გვამს, მათი მეგობრობა ამით არ დასრულებულა. ცოცხლებმა ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვეს და ჩაერთვნენ ომში  საკუთარი  ქვეყნის დასაცავად. შემთხვევითი არ არის, რომ „გაუმარჯოს საქართველოს,“ „გაუმარჯოს სოხუმს,“ტრაგიკულად გრძელდება და იანგული საიქიოაში ხვდება მეგობრებს, რომლებმაც თავის გასწირეს იმ ქვეყნისთვის, რომლისთვისაც თავის დროზე თავად იანგულიმ გასწირა თავი. საბერძნეთისკენ მიმავალი გემიდან გადმოხტა ზღვაში და დაიღუპა, რათა საქართველოს მიწაში დამარხულიყო.

_ ნომინანტებზე უფრო ხომ არ დაკონკრეტდებით?

_ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახობმა თამარ მამულაშვილმა დამსახურებულად გაიმარჯვა ნომინაციაში _ საუკეთესო მსახიობი ქალი. თუმცა სპექტაკლი  „ავი მუსაიფი“ ვფქრობ არ იყო დამთავრებული. აკლდა მას მხატვრული შეკვრა, მიზანსცენებზეც გვქონდა  შენიშვნები. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს რთული სპექტაკლი ორიოდე  თვეში დაიდგა და ბუნებრივია, ვერ მივიდა ყველაფერი ბოლომდე, როგორც ეს საჭირო იყო.

ვფიქრობ, საუკეთესო მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებული არ უნდა გამოევლინათ. არ ტოვებდა „ქეიფი სოლოლაკში“, კოტე აფხაზის როლის შემსრულებელი საუკეთესო როლის შთაბეჭდილებას. ვფიქრობ, ეს  უცხო ქვეყნების ჟიურის წევრების გადაწყვეტილება იყო.

_ თუმცა, თქვენ ინტერვიუს დასაწისში თქვით, ფესტივალი წინ მიდის…

_კი, ნამდვილად წინ მიდის. ჰორიზონტიც და მასშტაბებიც ფართოვდება. ძალიან კარგია, რომ ფესტივალს თანდათან ემატება მონაწილე უცხო ქვეყნების რაოდენობა. ამ ფესტივალზე ესპანეთის თეატრმა TRANVIA TETRO პროგრამის გარეშე წარმოადგინეს ქრისტინა იანეს დადგმა „მოგზაურობა პანაკეაზე.“ თუკი ისინი სამომავლოთ ქართულ ნაწარმოებს დადგამენ, ეს იქნება ძალიან კარგი ფესტივალისთვის.

ყაზახებმა ამ ფესტივალზე ქართულ ნაწაროებზე შექმნილი ორი სპექტაკლი წარმოადგინეს: ბასა ჯანიკაშვილის „ომობანა“ და ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა.“

ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის დადგმა „კუკარაჩა“სხვაგვარად იყო დადგმული, ვიდრე აქ განხორციელებულ დადგმებშია წარმოდგენილი. რა თქმა უნდა კუკარაჩას ჰყავს როლის შემსრულებელი, მაგრამ ამ ამბის თანამონაწილეები ბავშვები, პიონერები არიან…

გვერდს ვერ ავუვლით ხერსონის აკადემიურ მუსიკალური დრამატული თეატრს, რომელმაც სერგეი პავლიუკის სავტორო სპექტაკლი „იუდა“ წარმოადგინა.

უფრო საინტერესო იქნება ფესტივალი, თუკი უფრო მკაცრად შეირჩევა სპექტაკლები ფესტივალისთვის, რადგან იყო გარკვეული რაოდენობა სპექტაკლების, რომლებიც სუსტი იყო ასეთი ფესტივალის დონისთვის. ამას სჭირდება დაფიქრება, რადგან ეს ფესტივალის პრესტიჟია და ყველა თეატრს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

ნოდარ დუმბაძის ფესტივალი უნდა იყოს ძალიან საამაყო, უნდა იყოს პრესტიჟული და აქ მოხვედრა კოლექტივისათვის უნდა იყოს გამარჯვების ტოლფასი.

გაზეთი „ალიონი“ #17, 24 ივლისი, 2023 წ.

მსგავსი სტატიები

  • 66
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 60
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 59
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 59
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…