გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, არაფორმალურ გარემოში  კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.

ცნობილი მუსიკოსის ალექსანდრე (ალიკა) აბაშმაძის აღზრდილებმა საანგარიშო კონცერტი წარმოადგინეს და  გიტარაზე კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს. დარბაზში მყოფ კულტურის სფეროს მუშაკებს, მუსიკის პედაგოგებს, ჟურნალისტებს და სხვა სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ კლასიკური ნაწარმოებები: _ეტიუდები, პიესები და როგორც ალიკა აბაშმაძემ განაცხადა რამდენიმე კლასიკური ნაწარმოების მისეული ქოვერ ვერსიაც.

კონცერტი სიმბოლურად უკრაინული ხალხური სიმღერით დაიწყო.იგი ჩვენს ქალაქში მცხოვრებმა ლატვიელმა აუშრა ფალჩიუკათმა და მარი მახარაძემ შეასრულეს.

ამას მოჰყვა უფრო ჩქარ ტემპში შესრულებული „ანდანტინო,“( დათო ხელაძე, ელენე მუჯირი) და  „ეტიუდი“ სოფი ვალსი (ანა მუჯირი, ანა ნაცვალაძე, ნუცა კალანდაძე)…

შემდეგ კოსტი „რონდოლეტო,“; კულიანი „ეტიუდი“; კარკასი „ეტიუდი“ ტრებოლო;  აგუადო,„ეტიუდი“(ნინი წულაძე, ანა ნაცვალაძე; დები ანა და ელენე მუჯირები; ნინი სირაძე, ლევან დარჩია).

კარულის „პიესა ორი გიტარისათვის“ 6 მოსწავლემ შეასრულა (მარი მახარაძე, ელენე, ანა მუჯირები, ანა ნაცვალაძე, ნინი წულაძე, ლევან დარჩია).

გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარსდა აყრის ფიფქებად შენს სახლის კარს…“ერთ-ერთი პოპულარული ნაწარმოებია მის შემოქმედებაში და სოლისტებმა მარი მუჯირმა, ნინი სირაძემ და ნუცა კალანდაძემ საოცარი სიყვარულით შეასრულეს იგი.

კონცერტის კულმინაცია იყო ჯგუფურად შესრულებული სოფი „ეტიუდი ვარიაცია ლა მინორი“:

მე-20 საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი არგენტინელი კომპოზიტორის ასტორ პიაცოლას „ლიბერტანგოსაც“ სძლიეს და ფინალური ნომერი ესპანელი კომპოზიტორის და საუკეთესო გიტარისტის ფლამენკოს სტილში „რიო ანჩოთ“ დაასრულეს.

აღფრთოვენებული დამსწრე საზოგადოება  კონცერტის გარძელებას ითხოვდა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ ალიკა აბაშმაძის გიტარისტები წინასაახალწლოს თეატრის მცირე სცენაზე  კონცერტის ჩასატარებლად მიიწვია.

თავიანთი ემოციები და აღფრთოვანება გამოხატეს: მუსიკოსმა და სცენარისტმა, ოზურგეთის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ სირბილაშვილმა, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მელის ნადირიძემ, ოზურგეთის სამუსიკო სკოლის პედაგოგმა ნანა მგელაძემ, ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორმა კახა ვასაძემ და სხვებმა.

ოზურგეთში კლასიკური მუსიკის საღამო შედგა.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 61
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 59
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 58
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…