მოსწავლეთა შორის ოზურგეთის ღია ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტური დარჩა,რომელიც 26 სექტემბერს საჭადრაკო კლუბში გაიმართება. 25 სექტემბერს კი, ამავე ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილი ბლიც ტურნირი ჩატარდა. ძირითადი ჩემპიონატის დარად , ბლიც ტურნირმა ჭადრაკის მოყვარულებში და გულშემატკივრებში არანაკლები ინტერესი გამოიწვია. მასში 16 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა,რომლემიც ორ ჯგუფად იყო გაყოფილი და თითოეულში წრიული სისტემით მიმდინარეობდა ბრძოლები პირველ-მეორე ადგილის დასაკავებლად, რაც დებულების შესაბამისად ტურნირის ნახევარ ფინალს წარმოადგენდა.
უშეღავათო ბრძოლებში პირველ ჯგუფში ალექსანდრე სირბილაშვილმა ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ადგილის პრედენდენტი კი ერთდროულად სამი მოჭადრაკე გიორგი ღლონტი, დათა ცენტერაძე და დემეტრე გოგიტიძე აღმოჩნდა, რომლებიც პირველ ადგილოსან ალექსანდრეს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ. დამატებითი კრიტერიუმებით( ურთიერთ შეხვედრების შედეგი) ნახევარ ფინალში დემეტრე გოგიტიძე გავიდა.
მსგავსი სიტუაცია შეიქმნა მეორე ჯგუფშიც. აქ დამაჯერებლად გაიმარჯვა ლიზი ვასაძემ, ხოლო მეორე ადგილის ბედი, თანაბარ ქულებიან ანდრია კიკაბიძესა და გიორგი სალუქვაძეს შორის, გიორგის სასარგებლოდ გადაწყდა. ნახევარ ფინალური და ფინალური შეხვედრების შედეგებით, საბოლაოდ ადგილები ასე განაწილდა: I. ლიზი ვასაძე, II..ალექსანდრე სირბილაშვილი; III.დემეტრე გოგიტიძე; IV. გიორგი სალუქვძე.
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ბავშვი, ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ and ჭადრაკი გამოსახულება

მსგავსი სტატიები

  • 48
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 47
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 38
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 37
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 36
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…