საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მოსწავლეთა შორის ღია მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც უნდა გამოევლინა გოგონათა და ჭაბუკთა შორის აბსოლუტური ჩემპიონები და ის ექვსი საუკეთესო მოჭადრაკე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებს, ოქტომბერ- ნოებერში დაგეგმილ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ჩემპიონატში. ჩემპიონატში 12 დან 17 წლამდე ასაკის 17 მონაწილე იყო ჩართული, რომლებსაც საკმაოდ დიდი სათამაშო გამოცდილება აქვთ დაგროვილი და თამაშის დონით მნიშნელოვან ძალას წარმოადგენენ ადგილობრივ საჭადრაკო ცხოვრებაში. მათ წელს არაერთ რესპუბლიკურ, თუ საერთასორისო ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა და საარდადაგებო საჭადრაკო საზონში შთამბეჭდავ წარმატებებსაც მიაღწიეს. მართლაც ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა . რომ ჩვენ იმედის მომცემი და მაღალ სპორტულ შედეგებზე ორიენტული ახლგაზრდობა გვეზრდება. კარგი იქნებოდა ჩემპიონატში მონაწილეობა მიეღო ლაზარე ჩხარტიშვილს, ანა მეგრელაძეს და ლუკა მახარაძეს, რომლებმაც წელს განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სხვადასხვა ტურნირებში, თუმცა სამივეს, თავიანთი რეიტინგული მონაცემებით მუნიციპალურ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება უკვე დამსახურებული აქვთ. .(ინფორმაციისათვის: ლაზარე ამჟამად სპეციალური პროგრამით ემზადება მსოფლიო პირველობისათვის, რომელშიც 14-27 ოქტომბერს, არაბეთში მიიღებს მონაწილეობას.) მიუხედავად აღნიშნულისა,შეჯიბრება ძალზე საინტერესო გამოდგა. მას სიმწვავე და დაძაბულობა პირველივე ტურიდან დაეტყო. თითოეულ პარტიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.ბოლო ტურის წინ კი ერთდროულად ოთხ მოჭადრაკეს ჰქონდა აბსოლუტური ჩემპიონობის შანსი. საბოლაოდ ფინითან 6-6 ქულით ნიკოლოზ ბარამიძე და ნათია ვასაძე მივიდა პირველები. უკეთესი კოეფიციენტით კი აბსოლუტური ჩემპიონობა ნიკოლოზს ერგო (მწვრთნელი ელ.ურუშაძე). სხვათაშორის ნიკოლოზი ერთპიროვნულადაც ხდებოდა ჩემპიონი, რომ არა ნათიასა და ალექსანდრე სირბილაშვილს შორის დრამატულად დამთავრებული პარტია,რომელშიც ალექსანდრეს აშკარა უპირატესობა (მატერიალურად და დროით) ფიდეს მკაცრ წესებს (შეეხე ითამაშე!) ემსხვერპლა. ყველასათვის მოსაწონად, მაღალი სათამაშო კლასი აჩვენა ლიზი ვასაძემ, რომელიც გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩა, მაგრამ მის ბრინჯაოს მეტი ფასი და ბრწყივალება შესძინა. მისასალმებელია, რომ ჭადრაკში აქტიურობა განაახლა დემეტრე გოგიტიძემ, რომელმაც დაგროვილი 5 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა, ნადვილად შექებას იმსახურებს ალექსანდრე სირბილაშვილი, რომელსაც ბოლო ტურში, ძალიან დასანანად „ჯიბეში ჩადებული“ მედალი უნებლიეთ ამოუვარდა.. მიღწეული შედეგებით ოზურგეთის 2023 წლის ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვეს აკაკი სალუქვაძემ, გაბრილ მჟავიამ(!) და გიორგი სალუქვაძემ(!). გაბრიელმა და გიორგიმ 4-4 ქულა დააგროვეს(!-, რაც თავიანთი ასაკისათვის სერიოზული მიღწევა და წინ გადადმული ნაბიჯია..
გოგონათა შორის თავიანთ ასაკში საუკეთესო შედეგით, ქალთა ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს ანასტასია ხინთიბიძემ (3,5 ქულა 7-დან) და მარიამ მახარაძემ(3,0), რომლებმაც მასში მონაწილეობისათვის, დებულებით განსაზღვრული ბარიერები წარმატებით გადალახეს.
ჩემპიონატი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა, საზეიმო ვითარებაში დაიხურა. მასში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა, ასევე ადგილობრივი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებმა.
წარმატებული მოჭადრაკეები, თავიანთი შედეგების შესაბამისად, დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით და სასაჩუქრე ვაუჩერებით.
შესაბამისად დაჯილდოვდა ასევე ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული ბლიც-ტურნირის წარმატებული მოჭადრაკეები.
სენიორთა შორის ოზურგეთის 2023 წლის ჩემპიონმა ბეჟან ცეცხლაძემ, მის მიერ დაწესებული პრიზი გადასცა ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებულ მოჭადრაკეს, ლიხაურელ გიორგი სალუქვაძეს.
დასასრულს გურიის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ანდღულაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა მწვრთნელების – ნინო წიტაიშვილისა და ელგუჯა ურუშაძის ნაყოფიერი მოღვაწეობის შესახებ. მანვე გააკეთა ინფორმაცია, გეგმა კალენდრით გათვალისწინებული, იმ საჭადრაკო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით წლის ბოლომდე გაიმართება.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე.

მსგავსი სტატიები

  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 86
    ნათია ვასაძე _ ქალთა შორის ოზურგეთის 2022 წლის ჩემპიონიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში სამ დღეს გაგრძელდა ქალთა შორის ოზურგეთის 2023 წლის მუნიციპალური საჭადრაკო ჩემპიონატი, რომელშიც გამოცდილმა და ტიტულოვანმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. ქალთა შორის პირველობების ჩატარებას ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაედო საფუძველი, მაგრამ , მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ განელდა , რაც სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მამაკაცების „დაჩაგვრას“ სერიოზულ ი ხასიათი მისცეს.…
  • 83
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 83
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 82
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…