ისრაელში არაერთი საქართველოს  ქართველი ემიგრანტი იმყოფება, მათ შორის ოზურგეთელები. ჟურნალისტი ანუშკა ბორჩხაძე ისრაელში მიმდინარე ომზე CNews-ს ესაუბრა.

„ომის დაწყებიდან მეოთხე დღეა, თელავივში შედარებით სიმშვიდეა გამომდინარე იქიდან, რომ არის დედაქალაქი და ორივე კონფლიქტის ზონის შუაში არის და აქ არ არის ისეთი საფრთხე და საშიშროება, როგორიცაა მაგალითად საზღვრისპირა ქალაქებში, თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მოგვიწოდებს, რომ დავრჩეთ სახლში გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამი დღის განმავლობაში ტერორისტების დიდი ოდენობა შემოვიდა ქვეყანაში“ – ამის შესახებ CNews-ს ისრაელში, კერძოდ კი თელავივში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ანუშკა ბორჩხაძე ესაუბრა.

მისი თქმით, ისრაელის დედაქალაქში შედარებით სიმშვიდეა, თუმცა საჰაერო თავდასხმის მაუწყებელიო განგაში პერიოდულად იქაც ირთვება, რა დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში გადადიან. მისივე თქმით, უსაფრთხოების შეგრძნებას ამყარებს ისიც, რომ საზღვარს უკვე სრულად კონტროლებს ისრაელის ჯარები.

„საბედნიეროდ გუშინ საღამოდან საზღვრისპირა ყველა ობიექტს აკონტროლებს ისრაელი და ვეღარ ხდება შემოდინება ტერორისტების ღაზას სექტორიდან, მაგრამ გვაქვს მეორე საფრთხე, ჩრდილოეთის მხრიდან ანუ ლიბანოლიდან, ჯარების ნაწილი გადასროლილია ისრაელის ჩრდილოეთ მხარეს, ლიბანის მხარეს.

ჯავშანტექნიკა არის უკვე ღაზას სექტორთან და მტლიანი ღაზას სექტორის პერიმეტრის გადასწვრივ ასე რომ ვთქვათ აღმართულია ჯავშანტექნიკის კედელი. დღეს იყო საუბარი, რომ აქამდე ღაზს სექტორში მიმდინარეობდა საჰაერო დაბომბვები  და დღევანდელი ბოლო ინფორმაცია სიმართლე გითხრათ ვერ მოვასწარი რომ მენახა, უნდა შესულიყო ქვეითი ბრიგადებიც“, – განაცხადა მან.

CNews დაინტერესდა ახლა, როდესაც ასეთი სიტუაციაა ისრაელში, როგორ მუშაობს საქართველოს საელჩო და თუ აქვთ კონტაქტი ემიგრანტებთან, რაზეც მან გვიპასუხა:

„პირადად მე არ დამჭირვებია საელჩო, თუმცა ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტია და მათ შორის ბევრი არის არალეგალი, რომლებსაც აქვთ ენის ბარიერი, მიმოფანტულები არიან სხვადასხვა ქალაქებში და მათ შორის საზღვრისპირა ქალაქებში, ისინი იმყოფებიან ინფორმაციულ ვაკუუმში და ჩვენ სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით, რომლებიც გვაქვს სოციალურ ქსელებში და ვართ ქართველები გაწევრიანებული ვცდილობთ დავეკონტაქტოთ ერთმანეთს და გავცხეთ ინფორმაცია, ვინც უფრო უკეთ ვიცით რა ხდება ქვეყანაში. 

ერთხელ მქონდა საკონსულოს თანამშრომელთან კონტაქტი კონკრეტულ საკითხზე, ეცადნენ მაქსიმალურად გაეწიათ დახმარება, თუმცა ეს შემოიფარგლება მხოლოდ საბუთების დონეზე და მათ სხვა რაიმე მხრივ დახმარების გაწევა არ შეუძლიათ. 

ახლა ზუსტად თქვენთან საუბრისას ჩაირთო სირენები, რომლითაც ცდილობენ გაფრთხილებას მოსალოდნელ საჰაერო თავდასხმაზე. გუშინ თელავივის ჩრდილოეთით ჩამოვარდა რამდენიმე რაკეტა, აეროპორტის ტერიტორიაზე და თელავივის მთავარ მაგისტრალზე ჩამოვარდა რაკეტების ნამსხვრევები. რაც შეეხება აშდოთს, აშკელონს ეს უკვე ყოველდღიურობა არის იქ, ახლა ვიმყოფებით თავშესაფარში, თუმცა როგორც ვხდებით არ ჩამოვარდნილა და ჰაერშივე მოხდა გაუვნებელყოფა“, _  განაცხადა ბორჩხაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 88
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 88
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 83
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…