ქ. ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის, ტარიელ კალანდაძის თანამდებობიდან განთავისუფლებას ოზურგეთში დიდი გამოხმაურება მოყვა და საზოგადოების უმრავლესობა მომხდარს აპროტესტებს. ოზურგეთელები ამბობენ, რომ ტარიელ კალანდაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის დირექტორი რეგიონში, რასაც ამ სკოლის კურსდამთავრებულებების წარმატებები ადასტურებს.
„ჩემთვის ვინმეს, რომ ეკითხა, როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი, მასწავლებელი, მოქალაქე, პატრიოტი, მეგობარი და ადამიანი, ლიდერი და ენთუზიასტი, მუდმივად პროგრესული და ძალიან თანამედროვე, ყოველთვის საინტერესო, გულისხმიერი და ტოლერანტული, მისაბაძი და სამაგალითო, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ ეს არის ბატონი Tariel Kalandadze მე მას ვიცნობდი, როგორც მოსწავლე და დღეს ვიცნობ, როგორც მშობელი.ეს ურთიერთობა გრძელდება 30 წელზე მეტია და არასდროს არ დამიკარგავს აღტაცებული პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ.ის იყო მონაწილე და მხარდამჭერი ჩემი და ჩემი შვილების ყველა წარმატებასა და წარუმატებლობაში“_ წერს სოციალურ ქსელში ზესნახე ერქომაიშვილი…

ღ ი ა წ ე რ ი ლ ი

საქართველოს განათლების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს…

გუშინ განათლების სამინისტროს ერთი გადაწყვეტილების პასუხად ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის (აწ უკვე ყოფილი) დირექტორი Tariel Kalandadze წერს: „ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილებაში, გავთავისუფლდე მძიმე რუტინისაგან, გულწრფელი მადლობა…“
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო ვუწოდეთ…რადგან დღეს, დემოკრატიის პირობებში, წაგვართვეს არჩევანის უფლება, ორი კანდიდატიდან ერთი დაგვესახელებინა… გვაქვს საშინელი პროტესტის განცდა და იცით, რატომ? ტარიელ კალანდაძის მსგავს პროფესიონალებს ასე არ უნდა „მასპინძლობდნენ“ … ჩვენ გვყავდა საგანმანათლებლო ლიდერი, სკოლის დიდებული მცოდნე, შესანიშნავი აღმზრდელი და ღირსეული კოლეგა… ადამიანი, რომელიც მხოლოდ პატივისცემას და სიყვარულს იმკიდა.. და განა მხოლოდ ჩვენგან, მისი კოლეგებისა და მეგობრებისაგან?! მშობლებისა და მოსწავლებლებისაგან?! ყველასგან, ვინც იცნობდა ამ უანგარო და კეთილშობილ ადამიანს… ამ მოსაზრების დასტურად გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს სოციალურ ქსელში ბატონი ტარიელის განცხადების კომენტარებიდან:  „საუკეთესო,სამაგალითო დირექტორი,თუ ვინმეს ქვეყნის წინსვლა უნდა,თქვენნაირებს უნდა ეძებდეს დირექტორად“…. „ვერ წარმომიდგენია მეოთხე სკოლა უთქვენოდ … მოულოდნელი და გულსატკენი ამბავი თითოეული ჩვენგანისთვის…“ „ტარიელ, ნეტავ რატომ აღარ მიკვირს?????!!!!! შენ შენი უკვე დაამტკიცე, მეგობარო, და არც აღარაფერი გაქვს ვინმესთვის დასამტკიცებელი! შენ შენი ნიშა შექმენი და ამას ვერავინ , ვერაფერი შეცვლის! ეს წლები, თქვენი წარმატებებით გავლილი, ყველასათვის საამაყოა.გვიყვარხართ“; „რთული იქნება უთქვენოდ …საუკეთესო დირექტორი, ნამდვილი ინტელიგენტი… სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, ვინც ეს მიიღო.“ „თქვენზე უკეთესი პროფესიონალი და ადამიანი მე არცერთ საქმეში მეგულება“. ,, თქვენ ხართ, იყავით და იქნებით მუდამ ჩვენი სკოლის სახე და სიძლიერე. ძალიან ვწუხვარ, რომ მომავალ თაობებს ისე ძლიერ ვეღარ გაუმართლებთ, როგორც მე და სხვა მეოთხესკოლელებს. თქვენ გამო მიხაროდა სკოლაში მოსვლა და თქვენი დამსახურებითა და იმედით არცერთი გამოწვევის მეშინოდა. ყველაზე პასუხისმგებლიანი, ორიგინალური, სამაგალითო, უმაგალითო და საამაყო ხართ, მიყვარხართ უკიდეგანოდ“ … ‘„გაოგნებული ვარ…თქვენს გარეშე ეს სკოლა ვერ წარმომიდგენია, ბატონო ტარიელ.სიტყვები არ მყოფნის.თქვენ ხართ საუკეთესო საუკეთესოთა შორის .ადამიანობის უდიდესი მაგალითი.“ „ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა თქვენ, ძალიან გულიანო, უანგარო, კეთილსინდისიერო, ერთგულო, ჩემი ცხოვრების მასწავლებელო…“ „ვერ ვხვდები ამ გადაწყვეტილების არსს.. უმაგრესი დირექტორი, მეგობარი.,მე-4 საჯარო სკოლის ამღორძორძინებელი“, „საუკეთესო , იშვიათი ღირებულებებით და თვისებებით შემკული ადამიანი , დირექტორი, მეგობარი, საქმის ერთგული , შრომისმოყვარე….ჩემი გულწრფელი პატივისცემა და ერთგულება თქვენ. წარმატებები ყველა სამომავლო საქმეში…“ „სამაგალითო, ნიჭიერი ,გულისხმიერი, კეთილი… სკოლის აღმშენებელი…“  „ მრავალი კეთილი წვლილის შემტანი …მადლობა, ბატონო ტარიელ, უამრავი მადლობა თქვენ…“ „ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ბატონო ტარიელ! საუკეთესო ადამიანი , საუკეთესო დირექტორი! ეს დიდი უსამართლობაა. დასანანია, რომ ასე უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს სკოლის , პედაგოგთა , მოსწავლეთა ქომაგი დირექტორი. ბატონო ტარიელ, ვამაყობ, რომ ჩემი შვილების სკოლის საუკეთესო დირექტორი ხართ…“
ვფიქრობთ, ეს არგუმენტები საკმარისია იმის დასტურად, რომ განვაცხადოთ: ასეთ ადამიანებს სამინისტრო ვერ ხედავს…
ჩვენ ვხედავთ , ამიტომაც გვიყვარხართ და ვართ თქვენ გვერდით, ჩვენო დირექტორო…
ქ.ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგები...

მსგავსი სტატიები

  • 95
    „ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ“გოდერძი ჩოხელის „თევზის წერილები _იდუმალი სევდისა და ადამიანური ღირებულებით ნაწარმოები _ ფილოსოფიური განსჯითა და სიმბოლური გააზრებით  წარმოგვიდგინეს #3 საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტით: „ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოხატოს პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ,“,რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია გოგუაძე. ღონიძიება ოზურგეთის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს…
  • 94
    „ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეს!“სსიპ ქალაქ ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში პროექტის „ლიხს იქეთ და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეს!“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. _ „პრეზენტაციაზე თვალი გადავავლეთ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებს, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სასიამოვნო მომენტები. დაჯილდოვდნენ ის ბავშვები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სხვადასხვა კონკურსებში. ღონისძიებაში ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ და მათაც გადაეცათ სიგელები და…
  • 93
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 90
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 90
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…