_ თეატრალური სეზონი თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში გავხსენით სპექტაკლით „დედა ომი“, თუმცა 156 -ე თეატრალურ სეზონს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შეეაცხვის დღეს გავხსნით მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორიით, სახელწოდებით „ექვთიმე“, _ აღნიშნა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნა ისიც, რომ სპექტაკლის ჩვენება გაიმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება. პრემიერას კი ოზურგეთელი მაყურებელი 24-25 ოქტომბერს იხილავს. დამდგმელი რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი რეჟისორი გოჩა კაპანაძე გახლავთ.
ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, დაუცველი ეროვნულ საგანძურს, ერთად ერთ პატრონად მაშინ, ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაბადებული ექვთიმე თაყაიშვილი , ახლა უკვე წმინდანად შერაცხული ექვთიმე ღვთისკაცი მიევლინა.
ვასილ ჩიგოგიძის აღნიშვნით, ფაქტიურად, ეს იქნება ტრილოგიის მესამე ნაწილი, რომელიც დაიწყო სპექტაკლით „გურიის უკანასკნელი დედოფალი სოფიო“; შემდეგი, ვაჟა ფშაველა, ილია, აკაკი იქნება.
„ რაც შეეხება ექვთიმეს ჩვენებას, იგი საფრანგეთისთვის, ლევილისთვისაც მზადდება. ეს ფესტივალი სწორედ ჩვენი სპექტაკლით გაიხსნება 2024 წლის ივნისის თვეში. ვიცით გაჩნდება კითხვები, რადგან ბევრია აზრთა სხვაობა იმ პერიოდის, მოვლენებისა და პიროვნებების მიმართ, ამიტომაც შევეცადეთ მივყოლოდით დოკუმენტურ მასალებს და ჩაგვერთო მხატვრული შტრიხები. თუმცა იმდენი პერსონაჟი და ფაქტებია იმ პერიოდთან დაკავშირებული, სამწუხაროდ ბევრი მოქმედების შემცირება მოგვიწევს.
არ ვმალავთ, რომ ებრაელების გადარჩენაში, მაშინდელ ლევილელ საზოგადოებას დიდი როლი მიუძღვის. მათ პასპორტებს ემზადებდნენ და ეროვნებად ქართველს უწერდნენ.“
პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტები სპექტაკლზე „ექვთიმე“ მუშაობის პროცესს დაესწრნენ.
ავტორი: ნინო ნიკოლაიშვილი
მსგავსი სტატიები
- 68დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 64ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 63საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 57"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 56საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…