გურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების  საშემოდგომო გამოფენა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართა. გამოფენა, სახვითი ხელოვნების ცენტრისა და გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით  მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო გურიის რეგიონის 38 მხატვრის 85 ნამუშევარი, მრავალფეროვანი თემატიკით, შესრულების სხვადასხვა სტილით და მანერით.

გამოყენებული ტექნიკა: ტილო  ზეთი; ტილო  აკრილი; შერეული ტექნიკა; თექა; მუყაო; სპირტის მელანი, მონოტიპია; გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები; ცვილი.

გამოფენა ტრადიციულად, ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ გახსნა და ისაუბრა მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მისასალმებელია გამოფენაში ახალგაზრდა მხატვართა მონაწილეობა. სიტყვებით გამოვიდნენ გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩია, ცნობილი მხატვრები ვახტანგ მამეიშვილი; ავთანდილ თავართქილაძე. ბატონი ვახტანგის შეფასებით, აქ წარმოდგენილი არაერთი თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები, არაფრით არ ჩამოუვარდება პროფესიონალ მხატვართა ნამუშევრებს.

ფაქტიურად,  ეს არის  მხატვართა საანგარიშო საშემოდგომო გამოფენა. შემოდგომის ფერები ლამაზ ფონად  ედება ზამთრისა და გაზაფხულის ფერებს და ეს გარდამავალი ხაზები ისეა ერთმანეთთან შეთანაწყობილი, რომ ისინი ერთ დიდ მთლიანობას ქმნიან.

საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ გამოცემულ კატალოგში გურიის რეგიონის არაერთი მხატვრვის ნამუშევარია შეტანილი. კატალოგი, მონაწილე მხატვრებს საჩუქრად გადაეცათ.

მსგავსი სტატიები

  • 100
    შემოდგომის გაცილება და საშემოდგომო გამოფენის ფერთა ფერადოვნება ოზურგეთსგურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების  საშემოდგომო გამოფენა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართა. გამოფენა, სახვითი ხელოვნების ცენტრისა და გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით  მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო გურიის რეგიონის 38 მხატვრის 85 ნამუშევარი, მრავალფეროვანი თემატიკით, შესრულების სხვადასხვა სტილით და მანერით. გამოყენებული ტექნიკა: ტილო  ზეთი;…
  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 61
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…

არ გამოტოვოთ