დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში ცნობილი ფეხბურთელები  ამ სკოლის ნორჩ ფეხბურთელებს და მათ მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრა ამ სოფელში ქალთა ფეხბურთის განვითარებას მიეძღვნა.

ამ შეხვედრის ინიციატორი მერიის სკოლის  სპორტის მასწავლებელი გია ტუღუში იყო.

შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ საქართველოს ქალთა ჩემპიონატში გამარჯვებულ საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ გუნდის კაპიტანს, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრს ნინი ჩხარტიშვილს.

ასევე საინტერესო იყო ჩოხატაურის „ბახმაროს“ მეკარის რატი იმერლიშვილის, ოზურგეთის „მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელების ჯონი კალანდაძის და რევაზ სარიშვილის გამოსვლები.

_სწავლა და სპორტი ხელს არ უშლის ერთმანეთს, პირიქით, კარგ სპორტსმენს უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს სწავალში. შრომით იქმნება ყველაფერი და თავისუფალ დროს დამოუკიდებლად უნდა იმუშაოთ ბურთთან.

კვარაცხელის წარმატებებმა მკვეთრად გაზარდა ფეხბურთით დაინტერესებულთა რიცხვი და ამჟამად ოზურგეთში 350 ბავშვი გვყავს ფეხბურთით დაკავებული. მივესალმები სოფელ მერიაში ქალთა გუნდის შექმნას. მის მწვრთნელს გია ტუღუშს გვერდით დავუდგებით და იმედი გვაქვს საქართველოს პირველობის ერთ-ერთ ლიგაში დაიმკვიდრებენ ადგილს _განაცხადა ჯონი კალანდაძემ

აღინიშნა სკოლის დირექციის თანადგომის, სპორტული ბაზის არსებობის და სკოლის სტაჟიანი პედაგოგის, ციური ბაბილოძის მხარდაჭერის შესახებაც.

ქალთა  საფეხბურთო გუნდის მხარდასაჭერად მშობლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა.

შემდეგ კი მომავალმა ფეხბურთლებმა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად გადაიღეს ფოტოები.

 

მსგავსი სტატიები

  • 77
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 75
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 72
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 65
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 63
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…