კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტი ნიკოლოზის (ღლონტი) გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია მამა ნოკოლოზის ღვაწლი შემოქმედის მონასტრის წინაშე.
მამა ნიკოლოზის უკანასკნელი სურვილის თანახმად, მისმა შვილმა სულხანმა ღირსეულად აღასრულა მამის ანდერძი და ჩვენს მონასტერში მოაბრძანა უძველესი, უნიკალური ჭედური ხატები:
1.მაცხოვარი
2.წმ. დიდმოწამე გიორგი
3.წმ. დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა
4 .ტრაპეზის ჯვარი
+მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო
აცხოვნე არქიმანდრიტი ნიკოლოზის სული+
აღნიშნულ ინფორმაციას შემოქმედის დედათა მონასტერი ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 83
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 81
    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
  • 80
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
  • 69
    გურიაში ახალი საშენებლო კომპანია ფონი ქონსთრაქშენი გაიხსნა!  გურიაში აქამდე არ არსებობდა კომპანია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს. დღეს კი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 6ა-ში! ვისთვის არის Foni Construction / ფონი ქონსთრაშენი ? თუ დრო არ გაქვს ხელოსნების მოძიებისთვის და მშენებლობის კონტროლისთვის, ან გურიაში არ იმყოფები, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სრულ პროცესს –…
  • 65
    ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა - ლოცვა აღევლინაყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა საზეიმო წირვა - ლოცვა აღავლინა. ლიტურგიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად დაესწრო.

არ გამოტოვოთ