შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა.
მსვლელობას, რომელიც ოზურგეთის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა და მათ საშობაო ნობათი გადასცა.
მსვლელობისას ალილოს მონაწილეებმა ტრადიციულად საჩუქრები და ტკბილეული შეაგროვეს, რაც შემდგომში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.
საქართველოში ,,ალილოს” მივიწყებული ტრადიცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად იმართება.
მსგავსი სტატიები
- 83სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 8231 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
- 75
- 73
- 73ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო. ქრისტე აღდგა! ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.