ბახმარო
ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს რომ შევაფრქვევთ, რას დამართებს ეს ბახმაროს და რიგორ დააზიანებს მის კლიმატს.
ესაა მთავარი პრობლემა.
არ მივესალმები ბახმაროს გაზიფიკაციას და ის მიმაჩნია სწორედ საფრთხედ, არ მივესალმები ბახმაროში დაუსრულებელ მშენებლობებს და მის ბაკურიანიზაციას. დაუსრულებელმა უსისტემო მშენებლობებმა კურორტი ბაკურიანი მოკლა, საშინლად გააბანძა და გააქრო. აქცია რაღაც სიმახინჯედ. კლიმატი კი ისე შეცვალა რომ ზამთარში თოცლი სანატრელი გახდა და ზაფხულში სიგრილე.
ბახმარო უნიკალურია მხოლოდ მისი კრისტალური ჰაერით და ბუნებით. თუ ამას დავკარგავთ ხელში შეგვრჩება იააფფასიანი გასართობი კლუბი.
„ორბის“ პროექტს რაც შეეხება, ვნახე ეს პროექტი და არაა ცუდად მორგებული რელიეფს და საგანგაშოდ თვითონ კომპლექსი არ ჩამითვლია ,თუ სხვა მასშტაბურ მშენებლობებსაც არ მივაყოლებთ რიგში. თუ აღარ დაიშვება სხვა მრავალსართულიანების მშენებლობა და „ორბი“ ერთ მარგალიტად დარჩება ასატანია, მაგრამ პრობლემაა სწორედ ის, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი ,და ეს ბახმაროს ბეტონიზაციის საწყისია უბრალოდ. მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან სხვა კომპანიებიც, სხვა მრავალსართულუანი მშენებლიბებით, რაც გააფარჩაკებს ბახმაროს.
მე მენანება ბახმაროს უნიკალური კლიმატი დასაკარგად.
ამ ქვეყანაში არ არსებიბს არაფრის განვითარების გენ გეგმა. ახლა ზუსტად ის დროა, რომ აუცილებლად უნდა დაიდოს ბახმაროს გენ გეგმა სრული რენდერით და საზღვრებით. მერე მოხდეს მისი ამ რენდერით განვითარება. დასანგრევი უნდა დაინგრეს ასაშენებელი უნდა აშენდეს მაგრამ ამ მშენებლობას უნდა ჰქონდეს ზღვარი. რის იქეთაც ერთი ბოძის ჩარჭობაც კი აიკრძალება.
კიდევ განვმეორდები.
დღეს 21 საუკუნეა და კლიმატური კურორტების გაზიფიკაცია არის დანაშაული. და გათბობა უფრო ცივილური მეთოდებით ,თუნდაც ელექტროენერგიის საფუძველზე უნდა მოვიაზროთ. გაზიფიკაცია კი არა, მსგავს კურორტებზე თხევად საწვავზე მომუშავე ავტომობილების შესვლაც კი შეზღუდული უნდა იყოს..
უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ დღევანდელ ფულის შოვნაზე, არამედ იმაზე რას მოგვცემს ეს შორეულ პერსპექტივაში და რას დავუტოვებთ შთამომავლობას.
მაცაცო კუკულაძე
წყარო: ჯგუფი BAKHMARO /ბახმარო
მსგავსი სტატიები
- 88ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ... …
- 87ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 86ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 8370 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
- 82სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…