ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან
_ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში?
_ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა და მომავალშიც უნდა ჰქონდეს. დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თავის დროზე გენდერული კვოტირების მექანიზმმა, საქართველოს პარლამენტში. შედეგმა დაგვანახა,რომ კვოტირების მიზანი ქალების, როგორც ჯგუფის სახელმწიფო პოლიტიკაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობაა და არა xx ქრომოსებების ქონის გამო, ადამიანისთვის დაუმსახურებელი პრივილეგიების მინიჭება.
`მეტი ქალი პოლიტიკაში~ _ ბევრი სიკეთის მომტანია. ისინი მეტად სენსიტიურები არიან რიგი პრობლემების მიმართ, მათ აქვთ უნარი სასიკეთო ცვლილებები განახორციელონ.
რაც შეეხება ჩემს ისტორიას, ჩემი გადაწყვეტილება არჩევნებსა და პოლიტიკაში ჩართვაზე მოულოდნელი იყო ოჯახის წევრებისთვის. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ, ისინი გაგებით ეკიდებიან ჩემს გადატვირთულ გრაფიკს და მაქსიმალურად გვერდში მიდგანან.
_ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ყველა მოქალაქე სქესის მიხედვით თანასწორია, პრაქტიკაში პრობლემები კვლავ არსებობს, თქვენ სად ხედავთ პრობლემას, სად აქვთ ქალებს ყველაზე დიდი გამოწვევა მათი უფლებების თაცვის კუთხით? რატომ მოხშირდა ამ ბოლოს ოჯახური ძალადობის ფაქტები?
_ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია, პრობლემად რჩება მთელ ევროპაში და პრობლემაა საქართველოშიც.
უკვე წლებია ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა უფლებებზე. სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ამ კუთხით, გამკაცრდა კანონმდებლობა და დაცვის მექანიზმებიც გაუმჯობესდა. ამას აღიარებს არაერთი ადგილობრივი ექსპერტი თუ საერთაშორისო პარტნიორი.
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ შეხვედრები გამართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.მუნიციპალიტეტშიმცხოვრებ ქალებს და ახალგაზრდებს ძალადობის გავრცელებულ ფორმებზე,მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს ხელთ არსებულ ბერკეტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე- ექსპერტები ესაუბრნენ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კამპანიის ფარგლებში საჯარო ლექციები გამართა: _„ბრძოლა თანასწორობისთვის-ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები და კიბერძალადობა.“
ჩემი აზრით, ოჯახში ძალადობს მხოლოდ სუსტი ადამიანი.ქალები კი აუცილებელია გამოვიდნენ ჩრდილიდან,უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ მათი უფლებების შესახებ და ეკონომიკურად გაძლიერდნენ. სტერეოტიპული დამოკიდებულება იმის შესახებ, რომ ქონების მემკვიდრე აუცილებლად უნდა იყოს ვაჟიშვილი, გოგოებისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა.
_ ახალგაზრდების მიგრაციული პროცესი უცხოეთის ქვეყნებში ყოველწლიურად იზრდება, რადგან აქ ძალაინ უჭირთ თავიანთი ადგილის დამკვიდრება, რას ურჩევდით მათ? როგორ უნდა შეჩერდეს ეს მტკივნეული პროცესი?
_ ემიგრაცია რა თქმა უნდა მტკივნეული პროცესია, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა.
ახალგაზრდებთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისწავლონ უკეთეს გარემოშიდა განვითარდნენ.
მათ უნდა მიიღონ კარგი განათლება,მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე.დარწმუნებული ვარ, არ გაუჭირდებათ კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრება.
უცხოეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდა თაობას ვურჩევ, რომ დაბრუნდნენ და ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ ქვეყნის განვითარებას.
_ როგორ ფიქრობთ, ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა რატომ არის მნიშვნელოვანი?
_ როცა ვსაუბრობთ თანასწორობაზE, ქალების ეკონომიკურ გაძ ლიერებაზე,მეტი ქალის ჩართვის აუცილებლობაზე არჩევნებსა და პოლიტიკაში,ქალების უფლებებზე,მათი საჭიროებების იდენთიფიკაციაზე და მხარდაჭერის მობილიზაციაზე_ რა თქმა უნდა ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია.
მინდა ყველა ქალს მივულოცო ეს დღე და ბედნიერება ვუსურვო!
გაზეთი „ალიონი“
მსგავსი სტატიები
- 91საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას. „თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მშვიდობისა…
- 90ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
- 88პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…
- 86„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 84აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი.“_ განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლოს კითხვის საპასუხოდ. „როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური…