თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, „პალიტრანიუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, იქნება თუ არა ხელისუფლება მზად პროექტში ცვლილებებისთვის, როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში, მის შინაარსთან დაკავშირებით პარტნიორებთან დისკუსია დაიწყება.
ამასთან, უშუალოდ კანონპროექტის სახელწოდების შეცვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე კობახიძემ ასე უპასუხა: „გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა და დავთანხმდებით”.
„ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, როცა ყველა საკითხის განხილვა და შეჯერებაა შესაძლებელი ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც. ისე რა აზრი აქვს დისკუსიას?!…
ოპოზიციური პარტიების ჟურნალისტები კანონთან დაკავშირებით ვერც ერთ კითხვას ვერ სვამენ, რატომ? რუსულ კანონში გათვალისწინებულია კონკრეტული საკითხები, მაგალითად, ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, გაუქმებაც კი… წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გითხრათ, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ ერთმანეთს, ხომ იკითხავთ, რანაირად არის ეს სიმართლე? ანალოგიურია, არც ცხვირი ჰგავს, არც პირი, არც თვალი, რანაირად არის ეს კანონი რუსული?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შესახებ კითხვას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლარიზაცია ქვეყანაში ხელოვნურად არსებობს, რადგან კონკრეტულმა ძალებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ხელოვნურად დატოვეს.
„ჩვენ ვართ ჩაკეტილი პოლარიზაციის წრეში. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ჯერ კონკრეტულმა ძალებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციად ხელოვნურად დაგვიტოვეს. როგორ შეიძლებოდა „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად დატოვება? ბუნებრივია, პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავრჩებოდით. სხვა გზა არ აქვთ კეზერაშვილს, ხაზარაძეს და გვარამიას, ასე უნდა მოიქცნენ“, – აღნიშნა პრემირ-მინისტრმა.
მსგავსი სტატიები
- 58გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 53მე ერთი რამ მინდა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის…
- 52„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 51_ ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა ამაზე არ ფლობს ინფორმაციას. „სამი დღის წინ გამოვხატე სურვილი, რომ…
- 50ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…