აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი – ბაქო-თბილისი-ყარსი – რეკონსტრუქციის შემდეგ დაახლოებით, ორ კვირაში გაიხსნება. აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელის როვშან რუსტამოვის თქმით, სარკინიგზო ხაზი სრული დატვირთვით 20 მაისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში 98 კმ სიგრძის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აშენდა, საიდანაც 68 კმ თურქეთის, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, პროექტის ფარგლებში ახალქალაქი-თბილისის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც 775 მლნ დოლარის ოდენობით საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი მისცა.

გასულ წლის გაზაფხულზე მოდერნიზაციის გამო აღნიშნული რკინიგზის მაგისტრალზე მოძრაობა შეწყდა. მოდერნიზაციის შემდეგ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ხუთჯერ ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვა წელიწადში 6,5 მილიონ ტონას, მგზავრთა მოცულობა კი მილიონამდე ადამიანს მიაღწევს.

მსგავსი სტატიები

  • 65
    საქართველოს რკინიგზის რეფორმები ჩვენს რეგიონს ეხება?(მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 63
    გომისმთის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობსგომისმთის გზის თოვლისაგან და ზვავისგან გაწმენდა დაიწყო   . მერაბ სანიკიძის ფოტოები
  • 60
    გომისმთაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყოოზურგეთი-შემოქმედი-გომისმთის გზაზე ვაკე-საირმის ქვემოთ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს გომისმთის გზის მშენებელი კომპანია Nev Road ახორციელებს. სამუშაოები 3 დღის წინ დაიწყო.
  • 59
    ოზურგეთელმა პარასპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქრო მოიპოვაოზურგეთელმა პარასპორტსმენმა ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობა ამჯერად მარჯვენა მკლავში მოიგო. პარასპორტული ევროპის პირველობა მკლავჭიდში სლოვაკეთში იმართება. გუშინ ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა ჩემპიონობა მარცხენა მკლავით ასპარეზობაში მოიპოვა.
  • 58
    სამი ოქრო და სამი ბრინჯაო საერთაშორისო ტურნირიდან!23 - 25 თებერვალს ქ. ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთა შორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , U15 წლამდელთა შორის. ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა შინ 6 მედალი , მათ შორის 3 ოქრო…